"ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია

AutoSharing Option
10 მაისს იაპონიის ქალაქ კიოტოში რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან: ამერიკა 2 (ჯერ უცნობია), ოკეანეთი 1 (ჯერ უცნობია), უელსი და ავსტრალია.

ოკეანეთი 1-დან, სავარაუდოდ, ფიჯი ან სამოა შეგვხვდება, ხოლო ამერიკა 2-დან - კანადა ან აშშ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასი 2019 იაპონიაში ჩატარდება.

მსოფლიოს თასი 2019-ის სრული წილისყრის შედეგები:

A ჯგუფი: იაპონია, პლეი ოფის გამარჯვებული, ევროპა 1, შოტლანდია, ირლანდია
B ჯგუფი: რეპეშაჟში გამარჯვებული, აფრიკა 1, იტალია, სამხრეთი აფრიკა, ახალი
ზელანდია
C ჯგუფი: ოკეანეთი 2, ამერიკა 1, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი
D ჯგუფი: ამერიკა 2, ოკეანეთი 1, საქართველო, უელსი, ავსტრალია
მკითხველის კომენტარები / 33 /
საქმეს მიხედეთ დღეიდან. მოედანზე შიშით გასვლა რომ ისინი ჩვენზე ძლიერია არასწორია და აქედანვე ასწავლეთ ბიჭებს. შოტლანდიასთან პირველი ტაიმი აღარ უნდა განმეორდეს, ბევრი შეგვიძლია და კარგად უნდა მომზადებაა.
kaxa
10:38 11-05-2017
0
რაგბს წუწუნი არ უხდება არანაირი მნიშვნელობა არააქვს სად მოვხვდებოდით პირველი ორი ჩვენზე ბევრათ ძლიერია ყველა ჯგუფში და თუ ვინმეს დამარცხებას გეგმავდნენ ეს D ჯგუფში გააკეთონ
live
03:05 11-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული