მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის საქართველოს ნაკრებში 36 მორაგბეს უხმო

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის 36 მორაგბეს უხმო.

ახალზელანდიელ სპეციალისტს განზრახული ჰქონდა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში სხვა მოთამაშეებიც ეხილა, მაგრამ რამდენიმე მათგანი ტრავმის გამო მოისაკლისა.

ესენი არიან: დუდუ ქუბრიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, ბექა გორგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ანზორ სიჭინავა, ირაკლი სვანიძე.

"ბორჯღალოსნები" "შევარდენზე" 29-იდან 31 მაისამდე სამდღიან შეკრებას გაივლიან, რომელიც მსოფლიო რაგბის მე-9 დებულებით არის გათვალისწინებული. პირველ ივნისს გახდება ცნობილი იმ 33 მორაგბის ვინაობა, რომლებიც 3 ივნისს კანადაში გაემგზავრებიან. მოსამზადებელ შეკრებაზე არ იქნებიან ის მოთამაშეები, რომელთა გუნდებიც საფრანგეთის ტოპ
14-ის პლეი ოფში თამაშობენ.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც განვითარების გეგმის თანახმად, ახალგაზრდა და ადგილობრივი მორაგბეები ვნახეთ საქმეში, ამერიკულ ტურნეზე უძლიერესი შემადგენლობა მიგვყავს. ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეებთან გვიწევს თამაში, ტესტ-მატჩებზე ნაჩვენებ შედეგს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და საუკეთესოებით წარმატების მეტი შანსი გვექნება.

შეკრებაზე გვყავს როგორც გამოცდილი, ასევე შედარებით ახალგაზრდა მორაგბეები. ბიჭებს ენთუზიაზმი და ენერგია არ აკლიათ და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სასიამოვნოა ამ გუნდთან მუშაობა. დიდი მონდომებით ველი სრული შემადგენლობის შეკრებას" - გაფართოებული რაზმის დასახელების შემდეგ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ძლიერ მეტოქეებთან
"ბორჯღალოსნებს" ივნისში სამი მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩის და დიდი მანძილის დაფარვა მოუწევთ. გუნდი 3 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში მიემგზავრება, სადაც 10 ივნისს (საქართველოს დროით 01:00, 11 ივნისი) ქალგარიში კანადას შეხვდება.

კანადიდან "ბორჯღალოსნები" ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გადაინაცვლებენ და 17 ივნისს (საქართველოს დროით 03:00 18 ივნისი) "არწივებს" შეერკინება.

ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებს" უკიდურეს სამხრეთში, ზაფხულიდან ზამთარში მოუწევთ გადაფრენა და ჰუჰუიში 24 ივნისს "პუმებს" (საქართველოს დროით 23:15) შეხვდებიან.

"ზაფხულის ტესტ-მატჩებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. შარშანდელი ოკეანეთის ტურნეს მსგავსად, წელსაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ.

თითოეული თამაში ძალიან რთული იქნება: აშშ-მა ახლახან "ამერიკის რაგბის ჩემპიონატი" მოიგო და თავდაჯერებული იქნება; კანადა საერთაშორისო დონეზე ყოველთვის კარგად გამოდის; არგენტინა 2015 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალისტია და მათთან თამაში ჩვენთვის სასიამოვნო გამოწვევაა" - ამბობს ჰეიგი.

"ბორჯღალოსნების" საშეკრებო შემადგენლობა 2017 წლის ივნისის ტესტებისთვის:

Sportall.Ge

შერკინება: ანტონ ფეიქრიშვილი (კარდიფი, უელსი), თორნიკე მატარაძე (ლიონი, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (ვუსტერი, ინგლისი), შალვა მამუკაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა (ოიონა, საფრანგეთი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (დომონი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ბრისთოლი, ინგლისი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენსი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (შონბრი, საფრანგეთი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში, ინგლისი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი, რუსეთი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), გიორგი კოშაძე (ხარები), ალექსანდრე თოდუა (ლელო სარასენსი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი), ბექა წიკლაური

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
კაკოვინს რას გადაეკიდნენ? რატომ აღარ ეძახიან ნაკრებში? დავიჯერო ამ სასტავიდან ყველაზე სუსტია?
პაატა
23 მაისი 2017 09:54
0
ამ ტესტებში ბევრი რამ გაირკვევა,რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს.თუ უარყოფიტი შედეგი იყო მილტონას ჯობია მადლობა ვუთხრათ და დროულად გავუშვათ .2019 წლამდე ჯერ კიდევ დროა,თორემ მსოფლიოზე მარცხი არ აგვცდება.
რეალისტი
23 მაისი 2017 09:20
0
მირცხულავას რა სიკვდილი უნდა ნაკრებშ? მაგის შერკინება არ გაიშვა არსად. ბეკოშვილმაც არ გამართლა ვერ აწვებოდა რუმინეთთან.
გიორგი
22 მაისი 2017 21:14
0
არარეარული არაფეფრია, ითამაშონ ჭკვიანურად და შიძლება მოგება არგენტინასთანაც. ამერიკა და კანადაც ხელწამოსაკრავები არ არიან, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვუგოთ. კარგი შემადგენლობაა. ერთი კარგი 15 ნომრიც რომ გამოჩნდეს აჯობებდა.
ნიკო
22 მაისი 2017 16:48
0
ეტყობა ექსპერტი ხარ
glaxuna -ს
22 მაისი 2017 15:16
0
ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა, რომლითაც მსოფლიოსთვის უნდა მოემზადოს ნაკრები. არგენტინასთან არარეალურია, მაგრამ კანადა-აშშ-სთან დროა გამარჯვებაზე ვიფიქროთ
გგგ
22 მაისი 2017 14:41
0
ALL_BLACKS*
მეგობრებო
ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი მოიშორეთ და ი მ ს ჯ ე ლ ე თ...

საქართველოს ჩემპიონატის მელელოვეებზე ჯერ-ჯერობით ერთი თავით მაღლა დგას ეს ბიჭები,ვინც წარმოდგენილია ნაკრებში(!)
და მამუკამ მიტომ განაცხადა უარი,რომ ის თავის თამაშს უკვე ვ ე რ აჩვენებს,რაც იყო თუნდაც 2 წლის წინ და მან ეს თავად ძალიან კარგად იცის...

აბა კარგად შეხედეთ,თუნდაც ტულონში შეცვლაზე შემოდის... სიმძლავრე და სისწრაფე ცოტა დაკარგა და ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობები(!)

არგენტინასთქან გაგვიჭირდება,სანამ ახალი თაობა სათანადო ს ი მ ძ ლ ე ვ რ ე ს ვერ მოიკრებს!

მთავარია ბიჭებმა თ ა ვ დ ა დ ე ბ ა და შემათება,რაც რაგბში ქართველთა ს ტ ი ლა დ ჩამოყალიბდა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ...რასაც შ ე ძ ლ ე ბ ს ამ ეტაპზე მხოლოდ მილტონ ჰეიგი!
glaxuna
22 მაისი 2017 14:12
0
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვევეს და საუკეთესო მექულეებს რატომ არ ეძლევა სანაკრებო შანსები?
დროა ჰეიგს მადლობა მოვუხადოთ და დავემშვიდობოთ
ALL_BLACKS*
22 მაისი 2017 11:23
0
არგენტინასთან თამაშით გვეძლევა შანსი დავამტკიცოთ, რომ ჩვენც სარაგბო ელიტის წარმომადგენლები ვართ!
ნათია
22 მაისი 2017 11:22
0
მამუკამ 35 წლის ბებერი ვიქნები ნაკრებისთვისო და მსოფლიოსთვის ახალ სახეებზე იზრუნეთო და ბინგო ახლაა 35 ზე მეტის და ...
რა ვიცი, რა ვიცი...

მილტონ, მილტონ წტფ?
???
22 მაისი 2017 11:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული