მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის საქართველოს ნაკრებში 36 მორაგბეს უხმო

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის 36 მორაგბეს უხმო.

ახალზელანდიელ სპეციალისტს განზრახული ჰქონდა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში სხვა მოთამაშეებიც ეხილა, მაგრამ რამდენიმე მათგანი ტრავმის გამო მოისაკლისა.

ესენი არიან: დუდუ ქუბრიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, ბექა გორგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ანზორ სიჭინავა, ირაკლი სვანიძე.

"ბორჯღალოსნები" "შევარდენზე" 29-იდან 31 მაისამდე სამდღიან შეკრებას გაივლიან, რომელიც მსოფლიო რაგბის მე-9 დებულებით არის გათვალისწინებული. პირველ ივნისს გახდება ცნობილი იმ 33 მორაგბის ვინაობა, რომლებიც 3 ივნისს კანადაში გაემგზავრებიან. მოსამზადებელ შეკრებაზე არ იქნებიან ის მოთამაშეები, რომელთა გუნდებიც საფრანგეთის ტოპ
14-ის პლეი ოფში თამაშობენ.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც განვითარების გეგმის თანახმად, ახალგაზრდა და ადგილობრივი მორაგბეები ვნახეთ საქმეში, ამერიკულ ტურნეზე უძლიერესი შემადგენლობა მიგვყავს. ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეებთან გვიწევს თამაში, ტესტ-მატჩებზე ნაჩვენებ შედეგს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და საუკეთესოებით წარმატების მეტი შანსი გვექნება.

შეკრებაზე გვყავს როგორც გამოცდილი, ასევე შედარებით ახალგაზრდა მორაგბეები. ბიჭებს ენთუზიაზმი და ენერგია არ აკლიათ და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სასიამოვნოა ამ გუნდთან მუშაობა. დიდი მონდომებით ველი სრული შემადგენლობის შეკრებას" - გაფართოებული რაზმის დასახელების შემდეგ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ძლიერ მეტოქეებთან
"ბორჯღალოსნებს" ივნისში სამი მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩის და დიდი მანძილის დაფარვა მოუწევთ. გუნდი 3 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში მიემგზავრება, სადაც 10 ივნისს (საქართველოს დროით 01:00, 11 ივნისი) ქალგარიში კანადას შეხვდება.

კანადიდან "ბორჯღალოსნები" ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გადაინაცვლებენ და 17 ივნისს (საქართველოს დროით 03:00 18 ივნისი) "არწივებს" შეერკინება.

ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებს" უკიდურეს სამხრეთში, ზაფხულიდან ზამთარში მოუწევთ გადაფრენა და ჰუჰუიში 24 ივნისს "პუმებს" (საქართველოს დროით 23:15) შეხვდებიან.

"ზაფხულის ტესტ-მატჩებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. შარშანდელი ოკეანეთის ტურნეს მსგავსად, წელსაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ.

თითოეული თამაში ძალიან რთული იქნება: აშშ-მა ახლახან "ამერიკის რაგბის ჩემპიონატი" მოიგო და თავდაჯერებული იქნება; კანადა საერთაშორისო დონეზე ყოველთვის კარგად გამოდის; არგენტინა 2015 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალისტია და მათთან თამაში ჩვენთვის სასიამოვნო გამოწვევაა" - ამბობს ჰეიგი.

"ბორჯღალოსნების" საშეკრებო შემადგენლობა 2017 წლის ივნისის ტესტებისთვის:

Sportall.Ge

შერკინება: ანტონ ფეიქრიშვილი (კარდიფი, უელსი), თორნიკე მატარაძე (ლიონი, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (ვუსტერი, ინგლისი), შალვა მამუკაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა (ოიონა, საფრანგეთი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (დომონი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ბრისთოლი, ინგლისი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენსი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (შონბრი, საფრანგეთი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში, ინგლისი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი, რუსეთი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), გიორგი კოშაძე (ხარები), ალექსანდრე თოდუა (ლელო სარასენსი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი), ბექა წიკლაური

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
gia-s 100% , მსგავსი შინაარსის კომენტარის გაკეთებას ვაპირებდი :))) ახალი მწვრთნელი და უკეთესი ყველა ვარიანტში უცხოელი უნდა იყოს და მისი ადაპტაციის და ექსპერიმენტების დრო მართლა აღარაა... ამაზე მსჯელობა მსოფლიოს მერე შეიძლებოდა ჰაჰა შარშანაც, მარა წელს უკვე ხურდება მსოფლიოს მოსამზადებელი ეტაპი, თან მილტონის ხელში ნამდვილად არ ტკეპნის გუნდი ერთ ადგილს. თუ ვინმე წლევანდელ ამ შემოდგომა გაზაფხულის მცირე ჩავარდნას გულისხმობს ვიტყვი რომკ ეს ჩავარდნა დროული და რაღაც კუთხით საჭიროც იყო!
Irakli apkhaidze
15:36 23-05-2017
0
რაგბი ევროპის გათამაშება ჰეიგმა ნაკრების უახლოესი რეზერვის დათვალიერებისათვის გამოიყენა,აქედან გამომდინარე არც შემადგენლობა იყო შეთამაშებული,თან ხდებოდა ნაკრების თამაშში უკანახაზის დატვირთვის გაზრდა და ამისათვის შესაბამისი სქემების შესწავლა დახვეწა.ამიტომ თუ ვინმეს ჰგონია,რომ ეს არის ჩვენი ნაკრების რეალური ძალა,ან მილტონ ჰეიგის მაქსიმუმი,ძალიან ცდება.ჯერ მხოლოდ დაიწყო ახალ სტილზე ბორჯღალის გადაყვანა და სავარაუდოდ,მსოფლიო თასის შემდეგაც გაგრძელდება,მაგრამ პირველი შედეგები უკვე მსოფლიოზე უნდა გამოჩნდეს/ახალი სათამაშო სტილი არ არის მილტონ ჰეიგის ახირება,იგი ნაკრებში სწორედ ამისათვის მოიწვია რაგბის ფედერაციამ და მეც მიმაჩნია,რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა,უნდა ვისწავლოთ სწრაფი,ხელდახელ თამაში,უკანა ხაზის დიდი ჩართულობით და შეტევის მიმართულების სწრაფი ცვლით.დიდი იმედი მქონდა,რომ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატძე ჩვენი ნაკრები ასე ითამაშებდა ახალი
ბიჭების წინ წამოწევასთან ერთად,კარგ შედეგსაც დადებდა,მაგრამ ჩემპიონატის დაწყებამდე იმდენი უკანახაზელი დაგვემტვრა უკვე,რომ ოპტიმიზმი შემიმცირდა.შემცვლელის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ ბიჭებს და თუ კიდევ ვინმე დაიმტვრა,კატასტროფის პირზე ვიქნებით ალბათ.
მიუხედავად მცირე მინორისა,წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს,ეს უდიდესი გამოცდილება იქნება ჩვენი ახალგაზრდებისათვის.
სოსო
15:04 23-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული