კანადა VS საქართველო - "ბორჯღალოსნები" ამერიკულ ტურნეს იწყებენ

AutoSharing Option
ამაღამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამერიკული ტურნეში, ივნისის პირველ ტესტ-მატჩს სტუმრად კანადის ნაკრებთან ჩაატარებს.

შეხვედრა ქალაქ კალგარიში, "რაგბი პარკზე", თბილისის დროით 11 ივნისს, ღამის 01:00 სთ-ზე დაიწყება და გულშემატკივარს მისი ხილვის საშუალება კანადის რაგბის კავშირის ფეისბუქის გვერდზე @RugbyCanada ექნება.

"ბორჯღალოსნები" კანადაში ერთი კვირაა ემზადებიან, თამაშამდე 24 საათით ადრე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა და მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრების სამატჩო რაზმი კანადასთან
- მილტონ ჰეიგი: ჯერ კიდევ გვახსოვს მარტში, რუმინეთთან წაგებული მატჩი
- კანადელთა
თავკაცი: "ბორჯღალოსნებთან" გამოჩნდება, რამდენად მზად ვართ


აღსანიშნავია, რომ სასტარტო შემადგენლობაშია და "ბორჯღალოსნების" მაისურით საიუბილეო, მე-100 შეხვედრას ჩაატარებს დავით კაჭარავა. გუნდს კი მისი მეწყვილე მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს.

აქამდე საქართველოს და კანადის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთთან ხუთჯერ უთამაშიათ. 3-ჯერ გამარჯვება კანადელებს დარჩათ, 2-ჯერ - "ბორჯღალოსნებს".

კანადასთან შეხვედრის შემდეგ, "ბორჯღალოსნების" ამერიკული ტურნე აშშ-სა და არგენტინაში გაგრძელდება. 18 ივნისს მილტონ ჰეიგის გუნდი ატლანტაში აშშ-ის ნაკრებთან ითამაშებს, 24 ივნისს კი - სტუმრად არგენტინასთან.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მშვენიერი მწვრთნელია ჰეიგი, ძალიან კმაყოფილი ვარ მისი შედეგებით გარდა რუმინეთთან წაგებულის თამაშის
1
15 ივნისი 2017 14:15
0
xvistani სრულ სიმართლეს ბრძანებს.თუ მასზე უკეთეს მწვრთნელს მოვიყვანთ მომავალშ ციკლში, სასურველი იქნებოდა ჰეიგი დარჩენილიყო საქართველოში ახალგაზრდულისა და რაგბის აკადემიის ხელმძღვანელად.
murtalo
11 ივნისი 2017 03:55
0
ჰეიგი ზელანდიელი მწვრთნელია. ქართულიც იცის საკმაოდ კარგად ესმის ყველაფერი მაგრამ ურცევნია მშობლიურ ენაზე ისაუბროს, რადგან არ შეიქმნას უხერხულობა, პატივს, რომ არ გვცემდეს არც ცოლ-შვილი ისწავლიდა ქართულს! ან ეგ პატივისცემასთან რა კლავშირშია? ჩემპიონატის მატჩებს ესწრება სელექციას აკეთებს ეს ევალება და ეს არის პატივისცემა მისი მხრიდან, რომ თავს არ ზოგავს საქართველოს ნაკრების გასაძლიერებლად. ჰეიგი, რომ გვყოლოდა მაშინ ირლანდიას მოვუგებდით.
me
11 ივნისი 2017 03:09
0
მოკლედ ჩვენზე სულსწრაფი და მოუთმენელი ხალხი არ არსებობს რა. მოკლედ მახსოვს მსოფლიოს წინა კომენტარები, როცა საქართველოს ნაკრებს ნამიბიასთანაც კი წაგებას უთვლიდნენ ზოგიერთები და ამბობდნენ, ტონგასთან ჰეიგის ხელში შანსი არ გვაქო. შედეგი დაიდო-მაშინ მათ, ვისაც ამის ვაჟკაცობა ეყო, თქვეს, რომ ცდებოდნენ და ჰეიგი არ იყო ცუდი მწვრთნელი. აღარაფერს ვამბობ ოკენაეთის ტურნეზე. ამის მერე დაიწყო ახალი ციკლი და ნაკრებში გამოჩნდნენ ახალი სახეები. რეალურად ერთი თამაში ჩააგდო გუნდმა და გამოჩნდნენ ისევ. რა კრიტერიუმებით ფასდება ალალად თქვით ნაკრები გუნდის მწვრთნელი ბიჭებო?? თუმცა დარწმუნებული ვარ უმრავლესობა მას იმით აფასებს, რომ 30 წლის მორაგბეს ბურთი ხელიდან წინ უვარდება და ეს არ უნდა ხდებოდეს. 33 წლის მორაგბე 1000 % იანი გასატანი პოზიციიდან არ უნდა აცულებდეს. 30 წლის მორაგბე რაქში სულელურ სიტუაციაში არ უნდა ჯარიმდებოდეს უაზრო დროს. ამას ჰეიგი ვერ ასწავლის ჩვენ ბიჭებს მეგობრებო. ჰეიგი არის მწვრთნელი. მის სისუსტეებზე როცა ლაპარაკობთ, ისაუბრეთ მის ტაქტიკურ სისუსტეებზე. არადა ჰეიგი იყო ის კაცი,, ვინც აგერ უკვე 8 დაპირისპირება მოუგო სამხრეთელებს ტაქტიკურად. კარგით რა მართლა და მართლა სინდისიც კაი რამეა. ტუ თქვენ ჰეიგისგან ელოდებით, რომ შემდგარ მორაგბეს ხელით თამაშს ასწავლის, ეს ვერ მოხდება ბიჭებო ვერა
xvistani
10 ივნისი 2017 23:43
0
რა სისულელეებს იძახით? ეგ კაცი ქართულ საქმეს აკეთებს და თანაც კარგად აკეთებს. რატომ უნდა ისწავლოს ქართული? მოქალაქეა საქართველოსი თუ რა? შედეგი იყოს და თუ გინდ საერთოდ ნუ ილაპარაკებს
Irakliy
10 ივნისი 2017 23:21
0
თაზო და ბექა გორგაძეც აკლიათ
heigi?-s
10 ივნისი 2017 23:18
0
როცა დამაკმაყოფილებელი შედეგი არ იქნება, მერე ილაპარაკე. დროზე ადრე ლაპარაკს რა აზრი აქვს
Irakliy
10 ივნისი 2017 23:08
0
"მილტონ ჰეიგის გუნდი ატლანტაში ითამაშებს"-
ეს არის საქართველოს ეროვნული ნაკრები და არა მილტონ ჰეიგის გუნდი!!!!!
ჰეიგი არის დაქირავებული მწვრთნელი და ამდენი წლის განმავლობაში 5 ქართული წინადადება არ /ვერ ისწავლა. მეტი პატივი ეცით ეროვნულ გუნდს მწვრთნელმაც და სხვებმაც.
პატივისცემა
10 ივნისი 2017 23:05
0
ლინკი დადეთ რაა...
erinio
10 ივნისი 2017 22:02
0
ჰეიგის დრო დამთავრებულია. დღესდღეისობით უძლიერესი შემადგენლობა დგას კანადასთან. ჩილაჩავა და ვიტო აკლია მარტო. შედეგს ვნახავთ ბატონებო. და თუ დამაკმაყოფილებელი არ იქნება? .....
ჰეიგი?
10 ივნისი 2017 21:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული