"ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკული ტურნე სტუმრად არგენტინის ნაკრებთან მარცხით დაასრულა. 24 ივნისს, ქალაქ ჰუჰუიში გამართულ მატჩში "ბორჯღალოსნები" მასპინძლებთან ანგარიშით 45:29 დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი არგენტინელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა - 26:8. მასპინძლების ორ ლელო-გარდასახვას და ოთხ ზუსტ საჯარიმოს მერაბ კვირიკაშვილის საჯარიმოთი (20) და დავით კაჭარავას ეფექტური ლელოთი (39) ვუპასუხეთ.

მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო მიითვალეს. პირველ შემთხვევაში მსაჯმა ტექნიკური ლელო (52) დააფიქსირა, შემდეგ კი ლელო ჯერ სოსო მათიაშვილმა (68) გაიტანა, შემდეგ კი - შალვა მამუკაშვილმა (79). ორივე
ჯერზე გარდასახვა ზუსტად მათიაშვილმა შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, მილტონ ჰეიგის გუნდმა ივნისის სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოიგო და ერთი დათმო. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მანამდე კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
მათიაშვილი ძალიან მომეწონა, სულ სხვანაირად ურტყამს და აშკარად სხვა, უფრო თანამედროვე რაგბს თამაშობს. მაგარი ბიჭი სჩანს, მეკოს დიდი მადლობა, მაგრამ ის უკვე წარსულია.
Bavaria
25 ივნისი 2017 16:53
0
მადლობა ბიჭებო-მართლა ლომები ხართ,ნეტავ ფეხბურთელებმაც ასე გამახაროს
მურთაზი
25 ივნისი 2017 15:40
0
ბევრი მინდოდა დამეწერა მაგრამ თავს შევიკავებ.მხოლოდ ერთ ვიტყვი, სრულად ვეთანხმები ზვიადს! მეკო ყველასთვის უსაყვარლესი სპოეტსმენია, ძალიან გამიხარდება თუ მსოფლიოში მეექსვე რაგბისტი იქნება ვინც 1000 ქულაში შევა, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს. მეკოს შეუძლია ეს ქულები ერთა თასზე აკრიფოს! არ ვაპირებ იმის მტკიცებას რომ არგენტინას მოვუგებდით ანდაც ვიმსახურებდით მოგებას, უბრალოდ ის გარდასახვა რომ აგვეღო და შეცდომას 7 ქულა არ მოყოლოდა ანგაროში სულ სხვა იქნებოდა, თუ არ მეშლება 38-31. მომიტევეთ, არავის თავს არ ვახვევ პირად აზრს მაგრამ მათიაშვილი უკვე ძირითადში უნდა იწყებდეს.
პაატა
25 ივნისი 2017 15:32
0
ვულოცავ ბიჭებს ერთ რამეში მაინც ხო წავლეკეთ არგენტინა რაც შეეხებს მსაჯს თამაშის ანგარიში მის სინდისზე იყოს ნუ გონია ვინმეს რომ მსაჯის მოქმედებამ არ გატეხა საქართველო ვინც სპორცმენია მიხვდება გეხსომებათ თბილისში სამოასთან თამაში ზუსტად იგივე იყო ოღონდ პუმებმა კლასის ხარჯზე შეირგეს.
samtredski
25 ივნისი 2017 15:21
0
წინსვლა რომ სახეზეა მგონი საკამათო არაა.დაცვის ხაზის არასაიმედო თამაში კი მგონი გადაღლის ბრალია. ასეთი გადაფრენების შემდეგ თამაში ძალიან რთულია და მთავარი მიზეზი სწორედ ეგ მიმაჩნია. გუშინ მინდოდა დამეპოსტა, მაგრამ დაველოდე იქნებ ვინმეს დაეწერა და მხოლოდ ერთმა ახსენა. რატომ ველოდებით ამდენ ხანს არ ვიცი, ალბათ რეკორდებს გამოვეკიდეთ ან დამსახურებულ სპორტსმენს არ გვინდა რომ ვაწყენინოთ. დროა უკვე მერაბ კვირიკაშვილი ახალგაზრდა ფულვბეკით ჩავანაცვლოთ და რაც უფრო გავწელავთ დროს მით უფრო დაგვამუხრუჭებს. რამდენჯერმე დავწერე ამის შესახებ და ადმინი ბლოკავს. კმარა!
murtalo
25 ივნისი 2017 15:16
0
ზოგადად, მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის.
ვფიქრობ, გარკვეული ცვლილებების დროა. ზოგიერთ პოზიციაზე როტაციებია საჭირო და
ამის არ უნდა შეგვეშინდეს (მაგ. ფულბეკზე)
Ragbis Fani
25 ივნისი 2017 14:47
0
გამარჯობა. სარაგბო თემაზე კომენტარი არასდროს გამიკეთებია, რადგან ვთვლი, რომჩემზე ბევრად კომპეტენეტური ხალხი აკომენტარებს აქ და საკმაოდ საინტერესო წინადადებები აქვთ. აშკარად გამოჩნდა, რომ მეკოს გასვლის შემდეგ გუნდი უკეთესად ათამაშდა. დიდი მადლობა ჩვენს ცენტურიონს, მაგრამ ვერ არის სანაკრებო დონის. ფაქტიურად გუნდის მუხრუჭია. კი გაიბრწყინებს ალაგ-ალაგ, მაგამ უფრომეტ შედომებს უშვებს, ხშირად საბედისწეროსაც.
ზვიადი
25 ივნისი 2017 14:30
0
ნატურალიზება მოთამაშის გამორიცხულია. მან ჯერ შდა ჩემპიონატში უნდა ითამაშოს და მერე ნაკრებში იმხელა ხელფასი უნდა ვუახოდთ რომ არ გვიღირს. რაც შეეხება მილტონს. მასზე უკეთესი მწვრთნელის პოვნა ვოტა არ იყოს საეჭვოა ჯერჯერობით. ის საქართველოში ცხორობს ოჯახთან ერთად შიდა ჩემპიონატის ბიჭებს აკვირდება აგრეთვე ასაკობრივ ნაკრებებს. მილტონი რამდენსაც იღებს ხელფასს იმ ხელფასით სხვას ასეთს სამწუხაროდ ვერ მოვნახავთ. უფრო მეტის საშუალება კი არ გვაქვს. შიდა ჩემპიონატში გუნდების დიდ ნაწილს ფიზმომზადების და კვების მწვრთნელი არ ჰყავს ა ლიგაში კი ექიმიც არ ჰყავს არცერთ გუნდს . ასე,რომ შეხედეთ რეალობას და ნუ ითხოვთ არარეალურ რაღაცებს.
გიორგი
25 ივნისი 2017 14:29
0
არგენტინაში არგენტინას ოთხი ლელო დაუდო, ამას კი უნდა მოხერხება. დაცვა ცოტა მოიკოჭლებდა. ძაან ბევრი ბოჭვა გააფუჭეს. ასე არ შეიძლება. კონცენტრაციაშიც გვიჭირდა აშკარად. და სისწრაფე მგონია ყველაზე დიდი მინუსი. ამ კომპონენტში საუკეთესო 14-15 ნაკრებში ალბათ ყველაზე უარესი ვართ.
შერკინებაზე აბა რა ვთქვა? ყველამ დაინახა: მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შერკინება ვათრიეთ. ნარიაშვილი კიდევ მგონი სხვა პლანეტიდან არის მოსული. დათვი რომ დაუყენო შერკინებაში, შეიძლება იმასაც აჯობოს.
Irakliy
25 ივნისი 2017 13:19
0
დადებითიც ბევრია და უარყოფითიც, შეცდომები მოგვდის იმის გამო რომ კლასით ჩამოვრჩებით.

ერთმა დაწერა აუტის მოგება ესეთი ძნელიაო და დიახ, რასაც მე ვუყურებ რაგბს დერეფნის მოგება რთულია. :)
მინდია
25 ივნისი 2017 12:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული