"ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკული ტურნე სტუმრად არგენტინის ნაკრებთან მარცხით დაასრულა. 24 ივნისს, ქალაქ ჰუჰუიში გამართულ მატჩში "ბორჯღალოსნები" მასპინძლებთან ანგარიშით 45:29 დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი არგენტინელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა - 26:8. მასპინძლების ორ ლელო-გარდასახვას და ოთხ ზუსტ საჯარიმოს მერაბ კვირიკაშვილის საჯარიმოთი (20) და დავით კაჭარავას ეფექტური ლელოთი (39) ვუპასუხეთ.

მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო მიითვალეს. პირველ შემთხვევაში მსაჯმა ტექნიკური ლელო (52) დააფიქსირა, შემდეგ კი ლელო ჯერ სოსო მათიაშვილმა (68) გაიტანა, შემდეგ კი - შალვა მამუკაშვილმა (79). ორივე
ჯერზე გარდასახვა ზუსტად მათიაშვილმა შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, მილტონ ჰეიგის გუნდმა ივნისის სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოიგო და ერთი დათმო. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მანამდე კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
giorgi - შენ არგენტინელი ხო არხარ კაცო, რაგბი ჩვენც ვიცით, რო ცამოწერე ვითომდა გაგვ9იპრავე მსქაჯიშს სასირცხვილო ქმედებები, ეს რაგბია და აქ თავპირს ამტრევენ ყველას და ყველაფერს ასე რომ თაზო მჭედლიძის დაჯახება იყო ჩვეულებრივი კონტაქტი. ერთ რაღაცას დააკვირდით მსაჯები როცა ვეთამაშებით ასეთ გუნდებს წამოეხმარებიან დიდ ხოლმე და მერე იწყებენ ვითომდა სამართლიან მსაჯობას. აბა ჩაიხედე გიორგი ბატონო გულში რომ მოგვცენ მძიმე და ძალისმიერი თამაშის შესაძლებლობა ხო დავშლიდით არგენტინას და მერე ვანახავდი როგორ გაგვისხლტებოდნენ ხელიდან. მაგრამ არა ბალეტი გვათამაშა,
მამუკა
10:52 26-06-2017
0
ექვს ერზე თამაშის ღირსი ვართ თუ არა შეკითხვისას ნუ დაგავიწყდებათ ამ ექვს ერში მეექვსე იტალიაა, რომელზეც მაღალი რეიტინგი უკვე წლებია გვაქვს და თამაშს დონითაც თუ მეტს არა ნაკლებს ნამდვილად არ ვაჩვენებთ. ასე რომ გამოვრიცხოთ ეჭვი - დიახაც რომ საქართველოს ნაკრებს თამაშის დონით ეკუთვნის ექვს ერში თამაში.
რამაზ
10:29 26-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული