"ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკული ტურნე სტუმრად არგენტინის ნაკრებთან მარცხით დაასრულა. 24 ივნისს, ქალაქ ჰუჰუიში გამართულ მატჩში "ბორჯღალოსნები" მასპინძლებთან ანგარიშით 45:29 დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი არგენტინელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა - 26:8. მასპინძლების ორ ლელო-გარდასახვას და ოთხ ზუსტ საჯარიმოს მერაბ კვირიკაშვილის საჯარიმოთი (20) და დავით კაჭარავას ეფექტური ლელოთი (39) ვუპასუხეთ.

მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო მიითვალეს. პირველ შემთხვევაში მსაჯმა ტექნიკური ლელო (52) დააფიქსირა, შემდეგ კი ლელო ჯერ სოსო მათიაშვილმა (68) გაიტანა, შემდეგ კი - შალვა მამუკაშვილმა (79). ორივე
ჯერზე გარდასახვა ზუსტად მათიაშვილმა შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, მილტონ ჰეიგის გუნდმა ივნისის სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოიგო და ერთი დათმო. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მანამდე კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
giorgi - შენ არგენტინელი ხო არხარ კაცო, რაგბი ჩვენც ვიცით, რო ცამოწერე ვითომდა გაგვ9იპრავე მსქაჯიშს სასირცხვილო ქმედებები, ეს რაგბია და აქ თავპირს ამტრევენ ყველას და ყველაფერს ასე რომ თაზო მჭედლიძის დაჯახება იყო ჩვეულებრივი კონტაქტი. ერთ რაღაცას დააკვირდით მსაჯები როცა ვეთამაშებით ასეთ გუნდებს წამოეხმარებიან დიდ ხოლმე და მერე იწყებენ ვითომდა სამართლიან მსაჯობას. აბა ჩაიხედე გიორგი ბატონო გულში რომ მოგვცენ მძიმე და ძალისმიერი თამაშის შესაძლებლობა ხო დავშლიდით არგენტინას და მერე ვანახავდი როგორ გაგვისხლტებოდნენ ხელიდან. მაგრამ არა ბალეტი გვათამაშა,
მამუკა
26 ივნისი 2017 10:52
0
ექვს ერზე თამაშის ღირსი ვართ თუ არა შეკითხვისას ნუ დაგავიწყდებათ ამ ექვს ერში მეექვსე იტალიაა, რომელზეც მაღალი რეიტინგი უკვე წლებია გვაქვს და თამაშს დონითაც თუ მეტს არა ნაკლებს ნამდვილად არ ვაჩვენებთ. ასე რომ გამოვრიცხოთ ეჭვი - დიახაც რომ საქართველოს ნაკრებს თამაშის დონით ეკუთვნის ექვს ერში თამაში.
რამაზ
26 ივნისი 2017 10:29
0
ეს ქართველების შესრულებით ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში იყო, კი იყო ბევრი შეცდომა, რაც ახალ რელსებზე გადასვლას ყოველთვის თან სდევს და თუ გვინდა განვვითარდეთ ამის არ უნდა შეგვეშინდეს. ამერიკასთან და კანადასთან უსახური (თურმე შედეგზე ორიენტირებული) თამაშის შემდეგ ნამდვილად სასიამოვნოა. მეკომ ვერ გამოავლინა საუკეთესე თვისებები მაგრამ თუნდაც რუსეთთან და ამერიკასთან დადებული ლელოები გაიხსენთ, ნაადრევია მისი ჩამოწერა.თან მგონია რომ მწვრთნელმა უკეთ იცის!
Irakli-fan
26 ივნისი 2017 10:15
0
ამ თამაშმა გვიჩვენა როგორ გაიზარდა ჩვენი ნაკრები. რეგულარული თამაში პირველი დონის გუნდებთან საოცარ შედეგებს მოიტანს. ჩვენ წავაგეატ კლასის ხარჯზე. პირველი ტაიმი დავიჩოქეთ მეორე კი საოცარი იყო... არადა ყოველთვის პირიქით ხდებოდა დიდი მადლობა ბიჭებს
მდა
26 ივნისი 2017 01:22
0
გადამრევს ეს ხალხი თუ ამ თამაშს პოზიტივში უთვლით ნაკრებს(მიუხედავად ბიჭების თავდადებისა) დაბრმავებული უნდა იყო რამხელა სხვაობაა არ შენიშნო თუ რატომ ვაგებთ დავაკონკრეტებ ვისაც გონია რომ რაგბი ესმის რატო ხდებოდა რომ ასე ადვილად უსხლტებოდნენ არგენტინელები ქართველებს და ერთი ერთზე 99% არგენტინელების სასარგებლოდ და რა 4 ლელო პირველი სრული ინდივიდუალური და ერთი კაცის ანგარიშზეა 2 და რაც მაგარია ძალით დავჩაგრეთ მეოთხე და ერთადერთი გავდა რაღაც კომბინაციას აი რატო ვერჩი მწვრთნელს ერთადერთი რაც საწყის მომენტში მომეწონა გადაყრაზე კარგად მიდიოდნენ ჩვენები ნუ დაგაბრმავებთ ანგარიშში სხვაობა არგენტინა მთელი ერთი თავით მაღლა დგას და ნურც მამუკას ებუტებით დიდად ვერ შეცვლიდა მამუკა მაგარია მაგრამ არა ყოველშემძლე.
კახა
26 ივნისი 2017 00:40
1
წინთამაშის შემდეგ მჭედლიძის მხრით დაჯახება (აქ მოქმედებს წესი მეტი ხარისხის დარღვევა) მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შერკინება გვეკუთვნოდა თაზომ ისეთი დარღვევა ჩაიდინა რაც ფარავს წინთამაშს. (წერია წესებში მსგავს დარღვევებზე და შეგიძლიათ წაიკითხოთ)
-ჩვენი ნაკრები უამრავ ჯარიმას იღებდა ზედიზედ, შარიქაძე გააფრთხილა 2-ჯერ. (ერთი გაფრთხილებაც საკმარისია ისე) მეორე გაფრთხილებისას თითიც კი დაუქნია :D რამდენიმე წამში მიქაუტაძე ჰაერში ბოჭავს არგენტინელს ხოლო ნემსაძე კისერში ავლებს ხელს ჯერ და მერეღა უჯდება ბურთზე, ეს ჯარიმაა. გაფრთხილება იყო თან 2 ჯერ რომ შემდეგ ჯარიმაზე იქნებოდა სინბინი. (გააძევა ნემსაძე)
- შერკინებაში ჯარიმა. მანდ ბეკოშვილი პირდაპირ ჩავარდა, თან იდაყვი კი არ შეახო მიწას არამედ მთელი ხელი იდაყვიდან მტევანამდე. (ეს ჯარიმაა)

* პირველ ტაიმში ვიტო უბურთოს მხრით ეჯახება და ძირს აგდებს. (ლიგურად) ეკუთვნოდა ყვითელი ბარათი დახუჭა თვალი.
* ტექნიკური ლელო - პირველივე შერკინების ჩაგდებაზე 80-85 % ში არ დებენ ტექნიკურ ლელოს. უეჭველი ლელო იქ არ ჩანდა არანაირად . (ქლენზი საერთოდ არ დებს :D ) ამან ეგრევე ჩათვალა.
* 75 წუთზე ჩვენს 22 ში ამოვაცალეთ ბურთი მეტოქეს და წინ დაგვივარდა, მსაჯმა ამოცლა იმათ წინთამაშად ჩათვალა.
* 76 წუთზე ვაწვებოდით ზუსტად ისე როგორც ირლანდიას 20 წლამდელებზე (ჩვენი ბურჯი ცოტა შიგნი შედიოდა) და მოწინააღმდეგე დააჯარიმა და არა ჩვენ.
giorgi
25 ივნისი 2017 21:16
0
საოცარია, მაგრამ აქამდე არგენტინელებთან ჩატარებული 4 მატჩის პირველი ტაიმი შესანიშნავად ვითამაშეთ, მეორე საშინლად. ახლა პირიქით მოხდა. ყოველთვის შევდივარ რაგბის უცხოურ საიტებსა და ბლოგებში, ვკითხულობ და ვდებ კომენტარებს. გუშინდელ თამაშზე უფრო არგენტინის დაღმასვლაზე ლაპარაკობენ და არა საქართველოს აღმასვლაზე, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. თუმცა აღნიშნავენ ჩვენს პირველ ლელოს. ჩემი აზრით ეს ლელო იყო ზელანდიელების საუკეთესო ლელოების არქივიდან ამოღებული მაგალითი (პლიუს აფრასიძის ლელო).
რაც შეეხება მეკოს. საოცარი მოთამაშეა, შეუძლია გაიბრწყინოს, შეუძლია უპატიებელი შეცდომა დაუშვას. აიღეთ ტურნეს პირველი ორი თამაში - კანადასთან და აშშ-სთან. თუ არ ჩავთვლით საჯარიმო ლელოს, ყველა ქულა მეკოს ანგარიშზეა. თანაც ეს არის კაცი ვინც ასაკის მიუხედავად, დათო კაჭარავასთან და რიგ სხვა თანაგუნდელებთან ერთად დღესაც თავდაუზოგავად თამაშობს ნაკრებში. თუმცა ცხოვრების კანონები უსასტიკესია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გუნდის გაახალგაზრდავება.
არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, რატომ მბლოკავთ მუდმივად?
sandro
25 ივნისი 2017 18:33
0
1 ტაიმში მსაჯმა ბალეტი გვათამაშა, ჩვენს სასარგებლოდ მხოლოდ არგენტინელების აშკარა დარღვევისას, ნიშნავდა ჯარიმას მე2 ტაიმში ასე თუ ისე ნორმალურად იმსაჯა, ჩვენებმა კი რაგბის თამაშით აშკარად დაჯაბნეს მგონია,რომ მალე არგენტინა წინააღმდეგობას ვეღარ გაგვიწევს,ჩვენებს დიდი მადლობა, ვამაყობ
ნიკ
25 ივნისი 2017 17:58
0
იყო რაღაც შეცდომები,მაგრამ ჩვენი ნაკრების თამაშს დადებითად შევაფასებ,პირველი ლელო იყო უმაგრესი,რა პასაობა,რა მოძრაობები და შესანიშნავი დამიწება,არ მწყინდება ამ ლელოს ყურება,ესეთი რაგბი უნდა ვითამაშოთ ქართველებმა.
u
25 ივნისი 2017 17:29
0
საქარტველო ნელ-ნელა მაგრამ მაინც უახლოვდება სარაგბო ელიტას. 4 ლელოს დადება არგენტინისათვის არგენტინაში ხუმრობა საქმე არ არის!!!
tngh
25 ივნისი 2017 16:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული