"ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკული ტურნე სტუმრად არგენტინის ნაკრებთან მარცხით დაასრულა. 24 ივნისს, ქალაქ ჰუჰუიში გამართულ მატჩში "ბორჯღალოსნები" მასპინძლებთან ანგარიშით 45:29 დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი არგენტინელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა - 26:8. მასპინძლების ორ ლელო-გარდასახვას და ოთხ ზუსტ საჯარიმოს მერაბ კვირიკაშვილის საჯარიმოთი (20) და დავით კაჭარავას ეფექტური ლელოთი (39) ვუპასუხეთ.

მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო მიითვალეს. პირველ შემთხვევაში მსაჯმა ტექნიკური ლელო (52) დააფიქსირა, შემდეგ კი ლელო ჯერ სოსო მათიაშვილმა (68) გაიტანა, შემდეგ კი - შალვა მამუკაშვილმა (79). ორივე
ჯერზე გარდასახვა ზუსტად მათიაშვილმა შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, მილტონ ჰეიგის გუნდმა ივნისის სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოიგო და ერთი დათმო. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მანამდე კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
წინთამაშის შემდეგ მჭედლიძის მხრით დაჯახება (აქ მოქმედებს წესი მეტი ხარისხის დარღვევა) მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შერკინება გვეკუთვნოდა თაზომ ისეთი დარღვევა ჩაიდინა რაც ფარავს წინთამაშს. (წერია წესებში მსგავს დარღვევებზე და შეგიძლიათ წაიკითხოთ)
-ჩვენი ნაკრები უამრავ ჯარიმას იღებდა ზედიზედ, შარიქაძე გააფრთხილა 2-ჯერ. (ერთი გაფრთხილებაც საკმარისია ისე) მეორე გაფრთხილებისას თითიც კი დაუქნია :D რამდენიმე წამში მიქაუტაძე ჰაერში ბოჭავს არგენტინელს ხოლო ნემსაძე კისერში ავლებს ხელს ჯერ და მერეღა უჯდება ბურთზე, ეს ჯარიმაა. გაფრთხილება იყო თან 2 ჯერ რომ შემდეგ ჯარიმაზე იქნებოდა სინბინი. (გააძევა ნემსაძე)
- შერკინებაში ჯარიმა. მანდ ბეკოშვილი პირდაპირ ჩავარდა, თან იდაყვი კი არ შეახო მიწას არამედ მთელი ხელი იდაყვიდან მტევანამდე. (ეს ჯარიმაა)

* პირველ ტაიმში ვიტო უბურთოს მხრით ეჯახება და ძირს აგდებს. (ლიგურად) ეკუთვნოდა ყვითელი ბარათი დახუჭა თვალი.
* ტექნიკური ლელო - პირველივე შერკინების ჩაგდებაზე 80-85 % ში არ დებენ ტექნიკურ ლელოს. უეჭველი ლელო იქ არ ჩანდა არანაირად . (ქლენზი საერთოდ არ დებს :D ) ამან ეგრევე ჩათვალა.
* 75 წუთზე ჩვენს 22 ში ამოვაცალეთ ბურთი მეტოქეს და წინ დაგვივარდა, მსაჯმა ამოცლა იმათ წინთამაშად ჩათვალა.
* 76 წუთზე ვაწვებოდით ზუსტად ისე როგორც ირლანდიას 20 წლამდელებზე (ჩვენი ბურჯი ცოტა შიგნი შედიოდა) და მოწინააღმდეგე დააჯარიმა და არა ჩვენ.
giorgi
21:16 25-06-2017
0
ამ თამაშმა გვიჩვენა როგორ გაიზარდა ჩვენი ნაკრები. რეგულარული თამაში პირველი დონის გუნდებთან საოცარ შედეგებს მოიტანს. ჩვენ წავაგეატ კლასის ხარჯზე. პირველი ტაიმი დავიჩოქეთ მეორე კი საოცარი იყო... არადა ყოველთვის პირიქით ხდებოდა დიდი მადლობა ბიჭებს
მდა
01:22 26-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული