დანიელ ურკადე: ბოლო წუთების გამო "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვებას მწარე გემო აქვს

AutoSharing Option
ივნისის ბოლო ტესტმატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინას ესტუმრა და 29:45 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

ამით არგენტინელებმა 5-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულეს, მათთვის ეს ბოლო 11 ტესტში მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო.

მასპინძელთა მწვრთნელი დანიელ ურკადე თამაშის მერე გახარებული იყო, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა: "გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მატჩი გრძელდება 80 წუთი. ამიტომ არ ვართ კმაყოფილები, რადგან ბოლო 20 წუთი უკეთ უნდა გვეთამაშა.

თამაშზე კონტროლი მაშინ დავკარგეთ, როცა პირიქით, უნდა აგვეჩქარებინა ტემპი. დავიწყეთ ისე მოქმედება, რაც მათ სათამაშო
სტილისთვის საუკეთესო იყო. ბოლო წუთების გამო, გამარჯვებას მწარე გემო აქვს.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის მე-15 წუთისთვის გადაწყვეტილი იყო, ამას ფრთები უნდა შეესხა ჩვენი მორაგბეებისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. პოზიტიური ბალანსი ბოლოს ნეგატიურად გვექცა".
მკითხველის კომენტარები / 22 /
akaki hentvis raa mcare realoba rusebs rom ugebt.mahin karga xans mogicevs rusebis cagebis kureba.
hveni ragbis ufro magal doneze asvlas 6 eris tamahebi hirdeba uciloblad.
S.P
26 ივნისი 2017 08:59
0
რა გინდა საერთოდ სისხლი მოძრაობს შენს ტვინში? რა განვითარების ეტაპებიც ამ გუნდებმა გაიარეს საქართველოს გასავლელი აქვს და რას იგესლები რა სამში გრძელი გინდა?! იმედის მომცემი თაობა მოდის და წლების განმავლობაში პროგრესს განიცდის ნაკრები და შენ რეალობაზე საუბრობ?! მიაგდე ერთი ადგილი შენნაირი დაუნახავების გამოა ეს ქვეყანა უკან!!!
აკაკის
26 ივნისი 2017 07:52
0
აკაკი რამე კვლევა ჩაატარე თუ საიდან დაასკვენი? რა შუაშია რუსეთი? მსოფლიოში ვართ მე12 და მალე ვიქნებით ათეულში, სადაც ახალგაზრდები არიან კიდევაც, და რაც მთავარია ჯიგარი ჩანს ბიჭების, არგენტინას 40 ქულით რო მოეგო არც ეგ იქნებოდა სამარცხვინო და მითუმეტეს ესეთ ბრძოლაში წაგება არაა სამარცხვინო
Luka
26 ივნისი 2017 07:52
0
ფიჯი, ტონგა,სამოა რუსეთი არ არის! ასი ათასი თავით მაღლა დგანან რუსებზე. ფიჯი თითქმის უელსსაც უგებს და შოტლანდიასაც მოუგო. იტალიას სამივე უგებს. რაგბი ჩვენი თამაშია! მალე ტოპ-გუნდებსაც მოვუგებთ.
...
26 ივნისი 2017 07:47
0
აკაკი ის რატომ არაა რეალობა რაც ბოლო 10-12 წელში ხდება, კერძოდ რომ ნაკრები სტაბილურად გადის მსოფლიოძე, რომ ბევრი სასიკეთო ძვრაა ფინანსური კუთხითაც, ის რომ შენდება ნელ ნელა რაგბის სტადიონები და სკოლები და ეს კი იმის საფუძველს გვაძლევს რომ მომავალში უკეთესად განვითარდეთ და ბოლოს უკვე არგენტინის და მისნაირ გრანდებსაც შევეჭიდოთ. სტაბილურობაა საჭირო ყველაფერში და მოვა ეგ დროც.
zumba
26 ივნისი 2017 07:26
0
სამარცხვინოდ წაგება რა არის 29-45?ესაა როგორც ფეხბურთში 2-3.მსოფლიოზე გასვლა და ორი თამაშის მოგება პატარა ამბავი არაა.
Zviadძალიან
26 ივნისი 2017 06:15
0
არგენტინასთან წაგება სამარცხვინო არ არის, სამარცხვინო არის ვიღაც ჭ კლასის გუნდთან წაგება
ava
26 ივნისი 2017 04:04
0
Namdvilad ar vetanxnebi akakis radgana swored aset gundebtan wagebit viswavlit uketes tamashs, xolo rac sheexeba ragbis sheyvarebas ara rusettan mogebam aramed gulianma tamashma sheayvara kide vmbevri saxeoba ici saqartveloshi romlitac msofilio chempionatze vigebt monawileobas? Exla albat ityvi mere ra monawileobas ro vigebt chempionebi ver vxdebito armesmis shenistana vai qomagebis.
Qomagi
26 ივნისი 2017 02:35
0
იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგა ძლიერები არ არიან? ზელანდიასთან სამარცხვინოდ წააგეს? ინგლისთან?

ასე საუბარი არ შეიძლება, უსირცხვილოდ და უსინდისოდ წაგებაა რასაც ფეხბურთელები აკეთებენ . რაგბისტებმა სულ 100 -0 რომ წააგონ მინიმუმ ის მაინც მეცოდინება რომ რაც შეეძლოთ გააკეტეს.
26 ივნისი 2017 01:58
0
აკაკის

ეს მხოლოდ შენთვის არის რეალობა და შესაბამისად, მწარეა, თუ მჟავე, ეგეც შენი გადასაწყვეტია... ქართველთა უმეტესობას კი რაგბი(და არა რეგბი) იმად უყვარს, რომ სპორტის ყველაზე ვაჟკაცური სახეობაა....
მსქროლავი ტროლი
26 ივნისი 2017 01:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული