არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩი არგენტინის ჩრდილოეთში, ხუხუიში გამართა და მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან 29:45 დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე მაჩვენებელი გააუმჯობესა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რაც მანამდე, ოთხ შეხვედრაში ვერ შეძლეს - ჩვენების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ლელო იყო. ამასთან, 29 ქულა არგენტინასთან აქამდე არასდროს დაგვიგროვებია, თანაც, ეს სტუმრად, მეტოქის მოედანზე მოხდა.

არგენტინის ნაკრების პროგრესსა და მის ადგილზე თანამედროვე რაგბიში აქ არ შევჩერდებით, ეს ისედაც კარგადაა ცნობილი. მნიშვნელოვანი და საინტერესო ისაა, ჩვენ რამდენად ჩამოვრჩებით მათ. კაცმა რომ თქვას,
ძალიან შორსაც არ არიან.

ყბადაღებული თემაა, მაგრამ იმავე არგენტინას ყოველ წელიწადს თითოჯერ მაინც რომ ვეთამაშოთ (აღარაფერს ვამბობთ ექვსი ერის გუნდებსა და სხვა ბობოლებზე), ეს ჩამორჩენაც მალე აღმოიფხვრება.

რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? "ბორჯღალოსნები" 38-ე წუთისთვის 3:26 აგებდნენ, მეორე ტაიმში ჩამორჩენა უფრო გაიზარდა - 15:45. ამის მიუხედავად, გუნდმა მობილიზება ორივეჯერ შეძლო. სულ რამდენიმე წლის წინათ კი გავტყდებოდით და ხელებს ჩამოვუშვებდით.

ჩვენს გუნდს ეტყობა, რომ მეტი პოტენციალი გააჩნია, მეტი შეუძლია.

ამის დასტურად პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი უმაღლესი კლასის ლელოც გამოდგება. კონტრშეტევა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან დაიწყო. გზად რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი, არგენტინელთა 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შეტევაში დავით კაჭარავა, ვასილ ლობჟანიძე და ოთარ გიორგაძე ჩაერთნენ. მათ ხელდახელ შესანიშნავად იბურთავეს და ლელოში კაჭარავამ შეაღწია. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ლელო, რომელიც საქართველოს ნაკრებს ოდესმე გაუტანია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მერე გვქონდა საგრძნობი უპირატესობა შერკინებაში, რომელიც კიდევ უფრო გამოიკვეთა, როცა მოედანზე ჩვენი ახალგაზრდა ბურჯები გამოვიდნენ.

და მაინც, რატომ წავაგეთ არგენტინასთან, რით გვჯობია ეს გუნდი? სისწრაფეში, აგრესიულობაში, შეტევის ორგანიზებასა და ტაქტიკურ მონახაზში ჯერჯერობით "პუმები" წინ არიან.

ცუდი ისაა, რომ ცალკეულ მომენტებში დაცვაში თამაში გაგვიჭირდა, ისე, რომ მეტოქის გარემარბ რამირო მოიანოს სამი ლელოს გატანის საშუალება მივეცით. მასპინძლებზე ხშირად ჩვენ ვჯარიმდებოდით და მათმა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა ხუთი დარტყმიდან ოთხი გაიტანა. ჩვენ მას მხოლოდ ერთი საჯარიმოთი ვუპასუხეთ, ისიც მატჩის დასაწყისში.

თუმცა, ისიც აშკარად გამოჩნდა, რომ, როდესაც ორივე გუნდში ცვლილებები განხორციელდა და არგენტინელთა ლიდერებმა მარტინ ლანდახომ, ნიკოლას სანჩესმა და ავგუსტინ კრევიმ მოედანი დატოვეს, უპირატესობას ჩვენი ნაკრები დაეუფლა და ისე გამოვიდა, რომ მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" 21:19 მოიგეს.

ესეც რაღაც ახალია - აქამდე პირველი ტაიმი ორჯერ გვქონდა მოგებული და, როგორც წესი, მეორეში ვმარცხდებოდით. ახლა პირიქით მოხდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 8:26 წავაგეთ, საქართველოს ნაკრებმა სამი ლელო გაიტანა. ამათგან ერთი საჯარიმო ლელო იყო. "ბორჯღალოსნების" შერკინების მიძალებას მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და აშკარა ლელოსგან თავის ხსნას წესის დარღვევით აპირებდნენ. არბიტრი წამითაც არ შეყოვნებულა, საჯარიმო ლელო დააფიქსირა.

ძალიან კარგი გამოდგა სოსო მათიაშვილის მიერ გატანილი ლელოც. "ბორჯღალოსნები" მორკინალების დარტყმებით დიდხანს უტევდნენ მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში. რაკში არგენტინელები უხვად ჩაითრიეს, ისე, რომ მარცხენა ფრთა მოუშიშვლდათ. ეს დროულად შენიშნა შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ, რომელმაც ბურთი ხაზზე გაიტანა. იქ კი, რიცხობრივი უპირატესობის გათამაშება ჩვენებს არ გასჭირვებიათ.

ეს მეორე ლელოა ახალგაზრდა ქართველი მორაგბის სანაკრებო კარიერაში, რომელიც მატჩში ფულბეკის, მერაბ კვირიკაშვილის ნაცვლად ჩაერთო. მათიაშვილმა, ლელოს გარდა,  კიდევ ორი გარდასახვაც გაიტანა.

აბა, ის რა თამაშია, ჩვენმა მორაგბეებმა ერთი მძლავრი მოლი მაინც თუ ვერ ააგორეს. მატჩის მიწურულს ესეც შეძლეს. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოვიგეთ და მოლი შევკარით, რომელიც არგენტინელთა ჩათვლის მოედანში სირბილით შევიდა. ლელო შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა მიითვალა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტებზე სამი მატჩიდან ორი მოიგო (კანადა, აშშ) და ერთში დამარცხდა.

- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]
- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

ურიგო შედეგი არაა, მაგრამ გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ალბათ, უკეთესი თამაშის ხარისხია სასურველი.

მატჩის შემდეგ
დანიელ ურკადი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა. ამიტომ საქმეს დასაწყისშივე სერიოზულად მივუდექით. მაღალი სისწრაფეები ჩავრთეთ, თუმცა მერე ეს სისწრაფე დავკარგეთ და მეტოქემ თავისი სათამაშო სტილი მოგვახვია თავს - ისეთი, როგორშიც ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. შეხვედრის ბოლო წუთებმა მწარე გემო დაგვიტოვა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გადაწყდა. ამ დროს შეგვეძლო, თამაში უფრო გაგვეძლიერებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. მე-60 წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, რასაც ვერ ვიტყვი ბოლო 20 წუთზე. არადა, თამაში 80 წუთი გრძელდება".

ივნისის ტესტები
არგენტინა-საქართველო 45:29
არგენტინა: (15-9) ტუკულეტი, მორონი, ორლანდო (შულცი 54), დე ლა ფუენტე, მოიანო (ორლანდო 67), სანჩესი (გონსალესი 60), ლანდახო (ვერტრანუ 60). (1-8) ჩაპარო (პასი 52), კრევი (მონტოია 41)მ ეილანი (ერერა 51), პეტი, ალემანო, ლესანა (მატერა 17), ვაესი, სენატორე (მაკომე 51).
5ლ: კრევი, ტუკულეტი, მოიანო (3) 4გ,4ს: სანჩესი
სინბინი: მოიანო
საქართველო: (15-9) კვირიკაშვილი (მათიაშვილი 48), მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 55). (1-8) ნარიაშვილი (მატარაძე 55), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 55), ბეკოშვილი (ხატიაშვილი 62), ნემსაძე (მალაღურაძე 71), მიქაუტაძე, გიორგაძე (ჩხაიძე 70), კოლელიშვილი (ცუცქირიძე 58), ლომიძე.
4ლ: კაჭარავა, საჯარიმო, მათიაშვილი, მამუკაშვილი. 3გ: მათიაშვილი (2), ავტ. ს: კვირიკაშვილი.
სინბინი: ნემსაძე
მსაჯი: ლუკ პირსი (ინგლისი).

სხვა მატჩები
სამოა-უელსი 17:19
ახ. ზელანდია-ბრ. ლომები 30:15
ფიჯი-შოტლანდია 27:22
ავსტრალია-იტალია 40:27
იაპონია-ირლანდია 13:35
სამ. აფრიკა-საფრანგეთი 35:12
კანადა-აშშ 28:28
რუმინეთი-ბრაზილია 56:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
სპანდერაშვილი, საღინაძე, კვესელაძე, ჯიმშელეიშვილი ნელ-ნელა უკვე დროა ძირითად ნაკრებში დაიწყონ ადაპტაცია. ეს პროცესი უცებ არ ხდება, დრო ჭირდება და დასაკარგი დრო მემგონი არ გვაქვს. სადაცაა მოგვადგება კარს მსოფლიო თასი და იმ დრომდე კარგი, ჩამოყალიბებული და თავდაჯერებული შევსება უნდა მიიღოს ნაკრებმა. მილტონმაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები, რამდენიმე კაცი ბრწყინვალე მორაგბე იქნებაო და ვნახოთ, ველოდები ცვლილებებს...
fraternity
29 ივნისი 2017 18:10
1
ნიკო.მამრიკიშვილი მეც მომწონს,მისი თავისებური მანერა,საკმაოდ მხიარული და რაც მთავარია რაგბის მოყვარული და მცოდნე.გუცაევი ბევრს აფორმებდა,მაგრამ ორი იმდენი ხვდებოდა და რუსი მსაჯი ვერ კი არა,არ ხედავდა.სამ წელზე მეტი აქვს საავადმყოფოში გატარებული.ამ ტურნეზე ჩვენ პირველად დავამარცხეთ ამერიკაში კანადა,ამერიკა,4 ლელო დავუდეთ არგენტინას,ასე რომ პარამეტრები ობიექტურად გაუმჯობესებულია,თუმცა ადრე ბორჯღალი სრული შემადგენლობით არასოდეს წასულა ამერიკაში,არგენტინას კი ბოლო 12 თამაშში მესამე გამარჯვება გამოუვიდა,ჩვენამდე კი სულაც 5 წაგება ჰქონდა მიყოლებით.ამერიკასთან და არგენტინასთან ჩვენ რაც ჩავარდნები გვქონდა,იმის გამო გვქონდა,რომ სისწრაფეში ვერ ავდევდით მათ შემტევებს,არგენტინა კი შეტევაში ტაქტიკურადაც გვჯობდა,ჩვენი უხეში შეცდომები სწორედ სისწრაფეში სხვაობამ განაპირობა და უმეტესად საქართველოში მოთამაშე ბიჭებისაგან მოდიოდა,ჩვენთან ხომ გაცილებით ნელა ვთამაშობთ,ხოლო თუ ყველა ჩამოთვლილ ნაკლს გამოვასწორებთ,მაშინ ზელანდიასაც გავბდღვით,შერკინება ხომ უძლიერესი გვყავს.სირბილის სწავლა ჟერ კიდევ სკოლაში უნდა ისწავლოს სპორტსმენმა,მაგრამ მიშამ სპორტის აკადემია გაანადგურა და სპეციალისტები თან ახალგაზრდა საიდან მოვიყვანოთ.მეკომ პირველი თამაში მაგრად ითამაშა,მაგრამ ლელოს მომენტში აშკარად რაღაცა ეტკინა და შემდეგ აშკარად გაუფუჭდა თამაში,მაგრამ მისი ჩამოწერა აშკარად ნაადრევია,ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია.მათიაშვილმა კარგად წარმოაჩინა თავი და ეჭვგარეშეა,მომავალში გაცილებით მეტ დროს მისცემენ,მსოფლიოსთვის კი შეიძლება ოცწლამდელებიდანაც წამოგვესწრონ ბიჭები ,ვნახოთ,იმედი ვიქონიოთ და მაშინ ხელით თამაშიც გაცილებით გაუმჯობესდება.მთლიანობაში ამ ტურნეს მე მაინც დადებითად შევაფასებდი და ამის დადასტურებას ნოემბრის ტესტებზე დაველოდოთ
სოსო
27 ივნისი 2017 18:12
0
ნიაზთან რა გინდათ? მაქედან დავიწყოთ. შაერთოდ ლათინო ამერიკელები სიმულაციით გამორჩევიან, ბევრთან მაქვს ნათამაშები. მაგრამ სიმულიაცია გუცაევს რომ ეხერხებოდა მასეთი მონაგონია. ასე რომ ნიაზი ძველი მოთამაშე და ჯიგრიანი ადამიანია და ღელავს, ემოციები კარგია და სასაცილოც, იუმორისტული და მირჩევნია ვისაც თამაში ესმის იმან წაიყვანოს ემოციურად ვიდრე მონოტონურმა დიქტორმა. არგენტინას კიდევ ვერა გამოვგლიჯეთ რა და საერთოდ ეს ტური მიმაჩნია წარუმატებლად. კანადასთან ამინდმა შეგვიშალაო ხელი ამერიკას კიდევ უპირატესობა უკან ჩააბარეს მთლიანად მეორე ტაი ში და კინაღამ წააგეს. არგენტინასთან ვთქვი ადრეც რომ 40 ქულის მეტს გავუშვებდით და ასეც მოხდა. სანამ უკანა ხაზი სწორად შეტევა თუ დაცვაში დადგომას არ ისწავლის, ბურთის ხელიდან დავარდნას გადავეჩვევით, დაკიდებულ ბურთს სწორად ავუხტებით და აუტს სწორად შემოვაგდებთ, სირბილს სწორად ვისწავლით წინ ვერ წავალთ. სირბილს ბრტყელ მთელ ტერფზე სისწრაფე არ მოაქვს. კუს ნაბიჯებით ან როგორც ჯუგზარ ნუღელი ამბობდა კუებით წინ მივდივართ. იქნებ ცოტა მეტი ლობიო გვეჭამა რომ მეტი გაზი და მოვუმატოთ:)) მილტონს სჭირდება დახმარება უკანა ხაზზის საწვრთნელლად. სანდო 15 ნომერია საპოვნი. მათიაშვილი კარგი იყო. მეკო ძალიან არა სტაბილურია და მის რეკორდების დევნას გუნდის შედეგები არ უნდა გადავაყოლოთ. ახალგაზრდები არიან და ელოდებიან შანსს, თან ისენი ხელით ბევრად უკეთ თამაშობენ. ჭინა 20-იანებიდან და ამ 20-იანებიდან არის კონტინგენტი და კიდევ უფრო წინ უნდა წავიდნენ. ახალი ზელანდიის მოსახლებობაც ჩვენსავით რის რაოდენობით 4.596 მილიონი და მათ ფეხბურთშიც ამოქაჩეს. მატსავით დალაგებული ქვეყანა არ გვაქვს მაგრამ მთავარია მონდომენბა და ცოდნისადმი სწრაფვა დაუღალავი სწორი შრომით!
niko
27 ივნისი 2017 16:54
0
აქ ხალხო ქვეყნის ეკონომიკურმ დგომარეობას უნდა შევხედოთ. ქვეყანაში ხალხი შიმშილობს და ვაფინანსებთ ფეხბურთს რომელიც არაფრის მაქნისია 30 წელია. კორუფცია ჩაწყობები ზარმაცობა თავში ავარდნა ამის მეტი არაფერი გვინახავს ფეხბურთისგან. პერსპექტიულ ფეხბურთელებზე კი ყენია რომ პერსპექტიული იყო არაბიძე ვერც კი შეედრება მას ,მაგრამ რაც დაემართა ნახეთ. პაპუნაშვილი როგორ იმედებს ვამყარებდით მაგრამ დაიკარგა. ანანიძე მუდამ პერსპექტიული .3000 ლარი ხელფასი ცოტა არისო გავგიჟდი კინაღამ. 300 ლარი არ აქვს ზოგ მოთამაშეს ეროვნულ ჩემპიონატში კვების და ფიზმომზადების სპეციალისტები არ გვყავს და ერთი არ დაუწუწუნებიათ ხელფასზე. პროფესიონალური ჩემპიონატი არ გვაქვს.ბიჭების უმეტესობა არჩევანის წინაშეა ან ოჯახი ან რაგბი და უმეტესობა ტოვებს რაგბის ნიჭიერი მოთამაშეები. აღარ ვამბობ ძიუდოზე დარბაზი რომ არ ჰქონდათ წლების განმავლობაში აღარ ვამბობ კალათბურთზე ჭიდაობაზე მძლეოსნობაზე სადაც შედეგებია და ოლიმპიური ოქროებიც კი. ფეხბურთი რას აკეთებს გარდა იმისა რომ ბიუჯეტში შეტანილ ნაწვალებ ფულს მუქთახორად ვახარჯავთ გუნდებს? ხელფასებში მიდის უმეტესწილად თანხები. თU ფეხბურთის განვითარება უნდათ გაამაგრონ ინფრასტრუქტურით და დეხმარონ ბავშვთა ფრეხბურთს დანარჩენები თU არ აიღებენ 3000 ლარიან ხელფას არაფერი დაშავდება მაგით
giorgi94
27 ივნისი 2017 15:01
0
რომ იძახიან ბიძინამ რაგბს სტადიონები და ბაზები აუშენაო კიო ბატონო მართლა აუშენა მაგრამ აქაც გჰამოტყვრნენ ფულისტი არაკაცები და არავითარი უფასო არაა იქ ვარჯიში მე როგორც ვიცი ყველაზე ცოტა 50 ლარია გადასახადი ერთ ბავშვზე @@ და ბავშვებიც იძულებულები არიან ისევ იპოდრომის ოღროჩოღროებზე ივარჯიშონ @@@
ზურა22
27 ივნისი 2017 11:57
0
სისწრაფეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!! ჩვენი მთავარი მინუსი! უნდა იმუშავოს ყველა დონის მწვრთნელმა საქართველოში ამ ნაკლზე, ამის შეცვლა სწორი ვარჯიშით შესაძლებელია, სისწრაფე გვჭირდება!
ბს
27 ივნისი 2017 11:02
0

იდეალური სახელი მოგიფიქრებია კომენტარიდან გამომდინარე. :D
xvistani
27 ივნისი 2017 10:26
0
ეტყობა ანგარიშს ვინ ვის გამოგლიჯა
27 ივნისი 2017 10:01
0
მე არგენტინასთან თამაშის შეფასებისგან თავს შევიკავებ, ბევრი ითქვა უკვე.
ამ საიტზე იმედი მაქვს ჯურნალისტებიც კითხულობენ ჩვენს კომენტარებს, ან თუ ვინმე ამ კომენტარის წამკითხავი გადასცემდით მათ: დიდი ხანია უკვე მაინტერესებს, რატომ ქრებიან ნაკრებიდან მოულოდნელად მოქმედი რაგბისტები, თუკი ტრამვა არა აქვთ? მაგალითად შალვა სუთიაშვილი? სხვებიც არიან ასეთები. მესმის, რომ სელექცია მიდის, მაგრამ იქნებ ჯურნალისტებმაც დასვან კითხვა მწვრთნელებთან. მადლობა!
giorgi
27 ივნისი 2017 02:14
0
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდი არ იყო ერთიანი, შარიქაძე კაპიტნად აშკარად ვერ ამართლებს, კვირიკაშვილზე კიდე რა ვთქვა...
musenbezi
26 ივნისი 2017 19:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული