კოვიდ-19-მა "ბორჯღალოსნების" შოტლანდიასთან დაპირისპირებაც ჩაშალა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, 17 ივლისს „დინამო არენაზე“ გასამართი საქართველო-შოტლანდიის სარაგბო ტესტ-მატჩი ვეღარ შედგება.

მიზეზი COVID 19-ია, რომელმაც მანამდე სამხრეთ აფრიკასთან, 9 ივლისს გასამართი მეორე შეხვედრა ჩაშალა.

გამოკვლევების შედეგად, "ბორჯღალოსნების" ბანაკში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და მანამდე ინფიცირებული წევრების მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა COVID 19-ს თავისი პროტოკოლი აქვს.

შინ დაბრუნებული არაინფიცირებული "ბორჯღალოსნები" 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და ამ პერიოდში ვერც ვარჯიშს შეძლებენ, რაც მომავალი შეხვედრისთვის მომზადებას შეუძლებელს ხდის. შედეგად, შოტლანდიასთან საშინაო თამაში ამ ზაფხულს ვეღარ შედგება.

ბაჩო ხურციძე (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი):

„სამწუხაროდ, ძალიან არ გაგვიმართლა. ვირუსის 3 შემთხვევას ორი დღის წინ კიდევ 3 დაემატა, რაც შტამის სირთულიდან გამომდინარე, უკვე დიდი ციფრია. ასეთ დროს, რეგულაციის თანახმად, შინ დაბრუნებული მოთამაშეები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ და ვერ ივარჯიშებენ. არის რისკი, რომ ვირუსი სხვა მოთამაშეებსაც ჰქონდეთ და ის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ გამოვლინდეს. ამიტომ, მსოფლიო რაგბის, ჩვენი და შოტლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს თამაში გაუქმდა“.

„გვსურდა, რომ შოტლანდიასთან თამაში 24 ივლისს გადაგვეტანა, მაგრამ ის არ ჯდება მსოფლიო რაგბის საერთაშორისო მატჩების ფანჯარაში, რაც როგორც საქართველოს, ასევე შოტლანდიის ნაკრებების მოთამაშეებს კლუბებთან პრობლემებს შეუქმნიდათ. ძალიან სამწუხაროა, ასეთი მნიშვნელოვანი ზაფხულის ტესტები რომ გაგვიუქმდა. კიდევ კარგი, სამხრეთ აფრიკასთან ერთი ისტორიული ტესტის გამართვა მოვასწარით, სადაც გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა. შოტლანდიასთან შეხვედრა უნდა გამხდარიყო ამ სერიის კულმინაცია და არავინ იცის, ის რა შედეგით დასრულდებოდა, თუმცა რეალობას ვეღარ შევცვლით და ახლა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, ჯერ ფრენჩაიზის და მერე ნაკრების მატჩებისთვის“.

წყარო: Rugby.ge

altორივე ნაკრებში კოვიდ-შემთხვევების გამო "ბორჯღალოსნების" თამაში გაუქმდა


მკითხველის კომენტარები / 3 /
აცრა არ ნიშნავს რომ არ შეგხვდება.უბრალოდ დაავადების იოლ ფორმებში მიმდინარეობას უზრუნველყოფს.
Master
17:33 09-07-2021
0
მე რას ვერ ვხვდები იცით, გამოდის ბატონი გამყრელიძე და პედაგოგებს, რომელთაგან ბევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ სინდისზე აგდებს გაიკეთეთ ვაქცინაო და რატომ არ უკეთებენ ამ კაჟივით ჯანმრთელ ბიჭებს ვაქცინებს? ან ჩვენს ოლიმპიელებს აქვთ ვაქცინაცია ჩატარებული? ღმერთმა არ ქნას და ტალახაძეს, რომ კორონა დაუდასტურდეს ვინ აგებს პასუხს გარანტირებული ოქროს დაკარგვაზე?
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული