"ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ნაკრებთან 6:15 დამარცხდნენ [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
მსოფლიოს თასი 2011. ახალი ზელანდია. B ჯგუფი. ინვერქარგილი. "რაგბი პარკ სთედიუმი".

საქართველო-შოტლანდია 6:15
საქართველო: 15. რეზო გიგაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმა ბასილაია.
16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. გიორგი ჩხაიძე, 19. ვიქტორ კოლელიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა ხმალაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.
შოტლანდია:
15. რორი ლამონტი, 14. მაქს ევანსი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალან იაკობესნი, 2. სკოტ ლაუსონი, 3. ევან მურეი, 4. ნათან ჰაინსი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ალი სტროკოში, 7. როს რენი, 8. კელი ბრაუნი.
16. როს ფორდი, 17. ჯოფ კროსი, 18. ალასდაირ დიკინსონი, 19. რიჩი გრეი, 20. რიჩი ვერნონი, 21. კრის კაზიტერი, 22. კრის პატერსონი.
მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია).

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის 2011 წლის გათამაშებაში პირველი შეხვედრა შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართა და 6:15 დამარცხდა.

"რაგბი პარკ სთედიუმზე", წვიმიან ამინდში გამართულ შეხვედრაში დაწინაურება რიჩი დიქსონის შეგირდებმა შეძლეს - მერაბ კვირიკაშვილმა დაახლოებით 53 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" 3:0 დაწინაურდნენ.

შოტლანდიელთაგან დენ პარქსს უკვე ორი წუთის შემდეგ შეეძლო ანგარაშის გათანაბრება, მაგრამ კარგი პოზიციიდან საჯარიმოს გატანა ვერ შეძლო. თუმცა სკოტთა ათმა ნომერმა ეს კიდევ ორი წუთის შემდეგ მაინც შეძლო.

შეხვედრის პირველი ნახევარი შოტლანდიელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა და შესვენებამდე პარქსს კიდევ რამდენჯერმე მიეცა საჯარიმოს დარტყმის საშუალება, რომელთაგან ერთი გამოიყენა და ერთიც არეკნით გაგვიტანა. შედეგად ტაიმი შოტლანდიელებმა 9:3 მოიგეს.

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა, დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველი მორაგბეებს მეტოქის  ნახევარზე თამაშის გადატანა უჭირდათ. ამასობაში მატჩის მთავარმა ფიგურამ დენ პარქსმა კიდევ სამი საჯარიმოს შესრულების უფლება მიიღო, საიდანაც ორჯერ ზუსტად დაარტყა. ამის პასუხად ერთი ზუსტი საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა მიითვალა და საბოლოოდ მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით 15:6 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მორიგ შეხვედრას ინგლისის ეროვნულ გუნდთან, 18 სექტემბერს გამართავს.


Sportall.Ge
Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 21 /
იქნებ შეცვალოთ ეს სირიკო კომენტატორები. დაგვაწყვიტეს ნერვები ისე ლანძღავენ ჩვენი ბიჭების თამაშს. მასწავლებლებისთვის ერთი ვაგონია ჩამომდგარი კომენტატორებო. თქვენი თარსი ჭკუა ვატირე.
zviadi
12:19 14-09-2011
0
სპორტზე გულშემატკივრობას თავს ვანებებ ვიდრე გულის შეტევა არ მიმიღია

სულ ფეხზე ვიდექი და მგონი შერკინებებშიც შევდიოდი :))
Aleqsandre Barbaqadze
13:27 14-09-2011
0

სიახლეები პოპულარული