ილია ზედგენიძე: შოტლანდიასთან თავი თავად დავისაჯეთ

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2011 წლის მსოფლიოს თასზე  შოტლანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, რომელიც "ბორჯღალოსნებმა" 6:15 დათმეს, ქართველმა მორაგბეებმა კომენტარები გააკეთეს.

ილია ზედგენიძე: "ბიჭებმა ძალიუან მოინდომეს, მაგრამ მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა და რთული თამაში გამოვიდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოც ხშირად, რამდენჯერმე სრულიად უაზროდ დავჯარიმდით და მეტოქეს ქულების დაგროვების საშუალება მივეცით.

სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენი ნაკრების დამარცხების მთავარ მიზეზად. ჩვენ თავად დავისაჯეთ თავი - უდისციპლინობითა და თვითკონტროლის დაკარგვით.

ვფიქრობ, მსოფლიო რაგბიში დიდ და პატარა გუნდებს შორის კლასში სხვაობა სულ უფრო
მცირდება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, არ უნდა დავკმაყოფილდეთ და არც ვკმაყოფილდებით მიღწეული შედეგით და უკეთესი შედეგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

რევაზ გიგაური: "ოფიციალურ თამაშში პირველად ვითამაშე 15-ე ნომრად და თავიდან ცოტას კი განვიცდიდი, მაგრამ თამაშში მაინც ყველანაირად მობილიზებული ვიყავი და ვცდილობდი, გუნდი არ დამეღალატებინა. მგონი ამოცანას თავი გავართვი.

რაც შეეხება მთლიანად გუნდის თამაშს, მადლობა ბიჭებს! შევეცადეთ ქართველი გულშემატკივრეები გაგვეხარებინა, მაგრამ დავმარცხდით. რას ვიზმათ, სპორტში ასეა - ხან მოიგებ, ხან წააგებ. იმედია მომავალში უფრო კარგად ვითამაშებთ, შევიკვრებით და ჩვენ გულშემატკივრებს გავახარებთ".

ჯაბა გრეგვაძე: "გულნატკენები ვართ, მაგრამ - ამაყები!"

დიმიტრი ბასილაია: "დაძაბული თამაში იყო. კმაყოფილები ვართო, როგორ უნდა ვთქვათ - წავაგეთ, მაგრამ ფაქტია, მეტოქემ ლელო ვერ დაგვიდო".


ესაუბრა ბესიკ ჯანგავაძე

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლელო კი ვერ დაგიდეს,არ დაგიდეს!
თქვენივე თამაშში ჩაგაძრეს და მაგრად ჭკვიანურად შეგისრულეს,შენნაერი 1 დღიანი აზროვნება კი არ ააქვთ შოტლანდიელებს
evropeli
18:39 14-09-2011
0
evropeli რეებს წერ :) ,რა ლელო არ დაგვიდეს ,ეგ როგორ შეეძლოთ და მუღამი არ ქონდათ ,თუ როგორ გესმის ეს საგანი შენ.evropeliდამიჯერე უნდოდათ ლელოს დადება და ვერ დადეს:))))))))))))))))))
Geo-4ever***
19:55 14-09-2011
0

სიახლეები პოპულარული