"ბორჯღალოსნებისთვის" უიღბლო ქალაქ ინვერქარგილს "როლინგ სტოუნზმა" მსოფლიოს უკანალი უწოდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩვენთვის უიღბლო ქალაქი ინვერქარგილი დატოვა და ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის სიღრმეში, ოტაგოს რეგიონის დედაქალაქ, დანიდინში გადაბარგდა, სადაც 18 სექტემბერს ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ინვერქარგილთან ქართველ მორაგბეებს სასიამოვნო მოგონებები არაფრით დააკვშირებს. საქმე მხოლოდ შოტლანდიის ნაკრებთან წაგებაში არ არის. თავად ქალაქი ცივი, უსახური და იმდენად პირქუში იყო, რომ ყველა სულმოუთქმელად ველოდით იქიდან გამგზავრებას.

ახალ ზელანდიაზე, როგორც ეგზოტიკურ ქვეყანაზე ლეგენდები დადის და ვინმეს ახირებულად რომ არ მოვეჩვენო, საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი ლიაზონის ნაამბობს მოგითხრობთ და თავად განსაჯეთ.

გასული
საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ინვერქარგილს თურმე ცნობილი ჯგუფი "როლინგ სტოუნზი" სტუმრობდა. კონცერტზე რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეკრებილიყო. კონცერტის მსვლელობისას ჯგუფის წევრებს ჰკითხეს - ჩვენს ქალაქზე რას იტყვითო. ყველა რაღაც განსკუთებულის მოლოდინში იყო, გამოვიდა "როლინგ სტოუნზის" ერთ-ერთი გიტარისტი (არ ახსოვდა რომელი) და თქვა: ეს ქალაქი არის მსოფლიოს უკანალიო...

ბესო ჯანგავაძე (სპეციალურად ახალი ზელანდიიდან)

Sportall.Ge
Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული