დიქსონმა ინგლისთან სათამაშოდ "ბორჯღალოსნები" შეარჩია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2011 წლის მსოფლიოს თასზე, კვირას, ინგლისის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ამ თამაშისთვის "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ოცდაორი მორაგბე უკვე შეარჩია.

საქართველოს ნაკრები: 15. რეზო გიგაური, 14. სანდრო თოდუა, 13. დავიტ კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით
ზირაქაშვილი, 18. გიორგი ჩხაიძე, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გივი ბერიშვილი, 21. ბიძინა სამხარაძე, 22. ლაშა ხმალაძე

ქალაქ დანიდიში ქართველმა მორაგბეებმა ვარჯიში ჩაატარეს.

ჩვენ გუნდთან ერთად ახალ ზელანდიაში მყოფმა საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების მენეჯერმა გიორგი ჭუმბურიძემ ქართველი მორაგბეების მზადებაზე ისაუბრა:

"ინგლისის ნაკრებთან შეხვედრისთვის უკვე ხვალისთვის გამოცხადდება სათამაშო გეგმა. ბიჭების თქმით, ისინი ყველანაირად შეეცდებიან ამ გეგმის შესრულებას და მიღებული სათამაშო სქემის დაცვას.

ახლა ძირითადად მუშაობა შეტევაში ურთიერთქმედების დახვეწაზე მიმდინარეობს. შოტლანდიასთან მატჩში ჩვენი დაცვა შედარებით კარგი იყო, შეტევაში კი ბევრი რამეა გასაუმჯობესებელი".

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული