რიჩი დიქსონი: მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ერვნული ნაკრები მსოფლიო თასზე არგენტინასთან გასამართი მატჩისათვის მზადებას განაგრძობს.

"ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა - რიჩი დიქსონმა 2 ოქტომბრის მატჩისათვის ოფიციალური შემადგენლობის დასახელების შემდეგ პალმერსტონში ღია ვარჯიში გამართა, მანამდე კი პრესკონფერენციაზე ნაკრებში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.

რიჩი დიქსონი: "რუმინეთთან მოპოვებული ძალიან საჭირო გამარჯვების შემდეგ, ნაკრებში რამდენიმე ცვლილება მოხდა. ვფიქრობ, არგენტინის წინააღმდეგ შეხვედრაში რამდენიმე ისეთ მორაგბეს უნდა მივცეთ თავის გამოჩენის შანსი, ვისაც აქამდე ჯერ არ უთამაშია.

ძირითად 10 ნომრად ლაშა ხმალაძეს გამოვცდით. მან წინა შეხვედრებში ნამდვილად კარგად ითამაშა და ძირითად შემადგენლობაში ამ
პოზიციაზე უნდა მივცეთ შანსი.

ასევე შანსს ვაძლევთ ლაშა მალაღურაძეს, რომელიც სათადარიგოებს შორის იქნება. რაც შეეხება ირაკლი მაჩხანელს, მართალია ის სავარჯიშო პროცესში იღებს მონაწილეობას, მაგრამ მისი ტრავმა ბოლომდე მოშიშებული არ არის და ამიტომ არ დავაყენეთ შემადგენლობაში.

არგენტინის წინააღმდეგ ძალიან საინტერესო მატჩი გველის. საქართველოს ნაკრების მიმართ ინტერესი ნამდვილად არის და ბიჭებს კიდევ ერთხელ ექნებათ საშუალება მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ მაღალი დონის რაგბის თამაში შეგვიძლია."

ირაკლი აბუსერიძე
: "საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პროგრამა-მინიმუმი უკვე შეასრულა. ჩვენ მსოფლიო თასზე დაგეგმილი გვქონდა რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვება და ეს შევძელით კიდეც. არგენტინის წინააღმდეგ რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ნამდვილად შეგვიძლია მსოფლიო ჩემპიონატი ღირსეულად დავასრულოთ და ამისათვის ყველაფერს ვიღონებთ."

საქართველოს ნაკრები მატჩის წინა დღეს, 1 ოქტომბერს კაპიტნის ვარჯიშს გამართავს. არგენტინის წინააღმდეგ შეხვედრა 2 ოქტომბერს პალმერსტონ ნორთის სტადიონ "არენა მანავატუზე" თბილისის დროით გამთენიას, დილის 04:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები:15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (კ), 8. მამუკა გორგოძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 6. გიორგი ჩხაიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 4. ლევან დათუნაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 1. ვასილ კაკოვინი
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე 17. გოდერძი შველიძე 18. გიორგი ნებმსაძე 19. ილია ზედგინიძე 20. ბიძინა სამხარაძე 21. მერაბ კვირიკაშვილი 22. ლაშა მალაღურაძე
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი

არგენტინის ნაკრები
: 15. ლუკას ამოროსიონო 14. ორასიო აგულა 13. მარსელო ბოსხი 12. ფელიპე კონტეპომი 11. ხუან იმხოფი 10. სანტიაგო ფერნანდესი 9. ნიკოლას ვერგალო 8. ლეონარდო სენატორე 7. ხუან ლეგუსამონი 6. ხულიო კაბელო 5. პატრისიო ალბასეტე 4. მარიანო გალარსა 3. ხუან ფიგალო 2. მარიო ლედესმა 1. მარკოს აიერსა
სათადარიგოები: 16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. ტომას ვალეხოსი, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლალანე, 21. ავგუსტინ გოსიო, 22. მარტინ როდრიგესი
მწვრთნელი: სანტიაგო ფელანი

სატურნირო ცხრილი
1. ინგლისი 3 3 0 0 15
2. არგენტინა 3 2 0 1 10
3. შოტლანდია 3 2 0 1 10
4. საქართველო 3 1 0 2 4
5. რუმინეთი 4 0 0 4 0

1 ოქტომბერი. ოკლენდი
ინგლისი - შოტლანდია

2 ოქტომბერი. პალმერსტონი
არგენტინა - საქართველო

msy.gov.ge


Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული