ლექსო გუგავა 5 კვირით დასაჯეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბეკი ლექსო გუგავა 5-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

მიზეზი კი ისაა, რომ ლექსომ სახიფათო ბოჭვით შეაჩერა არგენტინელთა ლიდერი კონტეპომი. ინციდენტი საქართველო-არგენტინის კომისარმა აკილე რეალიმ მატჩის ოქმში შეიტანა, მისი განხილვა კი ორშაბათს მოეწყო. ასე რომ, 29 წლის გუგავა 8 ნოემბრამდე ვერც ერთ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გუგავამ მსოფლიოს თასზე მხოლოდ არგენტინასთან მატჩში ითამაშა, რომლის 70-ე წუთზე შეცვალეს. გუგავა "ლელოს" მორაგბეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული