ვიქტორ კოლელიშვილმა რუმინელი მორაგბე სამ დარტყმაში გათიშა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
10 მარტს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა, სადაც ჩვენმა გუნდმა მეტოქე 19:13 დაამარცხა და ერთა თასის მოგების შანსი შეინარჩუნა. (იხილეთ მიმოხილვა)

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ქართველი მორაგბეებისთვის თამაში არცთუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" შეხვედრაში გარდატეხის შეტანა შეძლეს და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა. 62-ე წუთზე ვიქტორ კოლელიშვილისა და მარიუს ტინკუს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. უფრო სწორად, კოლელიშვილმა ტინკუს ბრძოლა არ დააცალა და რუმინელი სამ დარტყმაში მინდორზე
უგონოდ დააგდო.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოდითრა ამ უაზრო ტრაბახს თავი გავანებოთ ეს არიყო ჩხუბი და საერთოს რომ არ დაერტყ უკეთესი იქნებოდა , მაგას ხვალაც გაიმეორებს გააგდებენ და სავალალო შედეგს მივიღებთ
zaza sigu
12:55 11-03-2012
0
რუმინელები რომ საცემი ხალხია ამას დინამო-ფარულის სჰემდეგ დავინახე
luka
15:31 11-03-2012
0

სიახლეები პოპულარული