იური კუშნარიოვი: საქართველოს ნაკრები "ოლ ბლექსი" არაა

AutoSharing Option
რუსეთის სარაგბო ნაკრების უკანახაზელმა იური კუშნარიოვმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი საქართველოს ნაკრებთან ევროპის ერთა თასის მატჩში საკუთარი შანსის გამოყენებას შეეცდება.

"ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც გაგვაჩნია, რათა საქართველოს ნაკრებს მოვუგოთ. დიახ, მათ ზოგიერთ კომპონენტში უპირატესობა აქვთ, მაგრამ ის არც "ოლ ბლექსია" და არც ინგლისის ნაკრები. მათ თავიანთი მინუსები აქვთ, რომელთა გამოყენებასაც ამ თამაშში შევეცდებით.

ვიცით, რას ითხოვენ ჩვენგან მწვრთნელები და იმ ყველაფრის გამოყენებას შევეცდებით, რასაც ბოლო ორი კვირის მანძილზე ვამუშავებდით.

მიხარია, რომ მოედანზე ახალი მოთამაშეები იქნებიან. მწვრთნელები ამას აშკარად განიცდიან, მაგრამ ოდესღაც
ცვლილებები აუცილებელია. ახალგაზრდების გამოცდა და ახალი სახელების წარმოჩენაა საჭირო.

ბიჭებიც ენთუზიაზმით არიან აღსავსენი. ყველას სურს, თავი კარგ მატჩში გამოსცადოს და მიხვდეს, რამდენად კარგი მოთამაშე და მორაგბეა", - თქვა კუშნარიოვმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეჰ, როგორ დაიკუშნები ხვალ შენ
1313
16:48 16-03-2012
0
ხვალ ვნახავთ რა შეგიძლიათ
0

სიახლეები პოპულარული