"ბორჯღალოსნებმა" პრინციპულ მეტოქეს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში სტუმრობა მწარე მოგონებად უქციეს - ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს, ექვსი უპასუხო ლელო დაუდეს და საბოლოოდ 46:0 მოუგეს.
გულშემატკივრებით გადაჭედილ ვაკის სტადიონზე თამაშს თვალს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მეუღლესა და შვილთან ერთად, ასევე, მთავრობის წევრები ადევნებდნენ.
შეხვედრა თავიდანვე მილტონ ჰეიგის გუნდის კარნახით წარიმართა და უკვე მეორე წუთზე ჩვენ სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა, თუმცა ანგარიშის გახსნაში ხელი მერაბ კვირიკაშვილს
"ბორჯღალოსნების" აქტიურობას კიდევ ერთი ჯარიმა მალევე - მე-8 წუთზე მოჰყვა. მეკომ ამჯერად ზუსტად დაჰკრა და გუნდი 3:0 დააწინაურა. ამის შემდეგ რუსებს გათანაბრების შანსი ზედიზედ ორჯერ მიეცათ, თუმცა ანტონ რიაბოვს მიზანმა ორივეჯერ უმტყუნა, რითაც თავის გუნდს ამ მატჩში ქულის აღების შანსი დაუსამარა.
მე-18 წუთზე ჩვენს შეტევას დავით კაჭარავას კარგი გარღვევა და რუსების ჩათვლის მოედანში ლელო მოჰყვა, თუმცა ფრანგმა მსაჯმა მარიო სენარმა ბურთის წინ თამაში დააფიქსირა. აი, 7 წუთის შემდეგ კი "ბორჯღალოსნებმა" ყველაფერი წესების დაცვით შეასრულეს და საბოლოოდ მამუკა გორგოძემ დაამიწა. რეალიზაცია კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა - 10:0.
მამუკა გორგოძემ თავისი წვლილი ჩვენებურთა მეორე ლელოშიც დაიდო - მისი და დათუნაშვილის კარგად გათამაშებული კომბინაცია გიორგი ჩხაიძემ დააგვირგვინა, მეკომ კი რეალიზაცია ისევ ზუსტად დაარტყა - 17:0.
რამდენადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი ამ მატჩში ოთხი ლელოს დადება და პრემიალური ქულის მოპოვება იყო, ჩვენები მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებდნენ. აშკარად ჩანდა, რომ რუსები განწირულები იყვნენ, თუმცა პირველი ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" კვლავ წინ გავიდნენ - ჯერ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაალამაზა (20:0), 47-ე წუთზე კი მესამე ლელოს ავტორი ირაკლი მაჩხანელი გახდა. მეკოს რეალიზაციისას მიზანმა კვლავ არ უმტყუნა და ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური - 27:0 გახდა.
მოედანზე სტუმრებს არაფერი გამოსდიოდათ და აშკარა იყო, საჭირო მეოთხე ლელოს დადებას ქართველი მორაგბეები ადრე თუ გვიან აუცილებლად მოახერხებდნენ.
ასეც მოხდა - მე-60 წუთზე ლელო ლევან დათუნაშვილმა მიითვალა, მეკომ კი კიდევ ერთი ზუსტი რეალიზაცია შეასრულა. "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა გაინაღდეს.
რუსების ნაკრები აირ-დაირია. ამით ისარგებლა ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ, რომელმაც ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა და ბურთი გიორგი ნემსაძეს დროულად მიაწოდა. ამ უკანასკნელმაც მეხუთედ აიკლო მეტოქის ჩათვლის მოედანი. რეალიზაცია მეკომ კი ააცილა, თუმცა ეს უკვე აღარაფერს წყვეტდა, ანგარიში ისედაც გამანადგურებელი იყო - 39:0.
ამის შემდეგ სტუმრებმა გაიბრძოლეს, თუმცა მათი იერიში უშედეგო აღმოჩნდა. საპირისპიროდ კი ირაკლი მაჩხანელმა იყოჩაღა შეხვედრის ბოლო წუთზე და მეექვსე ლელო მოუტანა გუნდს.
შეხვედრის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მეკოს ხვდა წილად, რომელმაც რეალიზაცია ზუსტად დაარტყა - 46:0!
ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა", პრაქტიკულად, გაინაღდეს ერთა თასზე გამარჯვება. ესპანეთში, მოგვიანებით გამართულ შეხვედრაში, მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში 13:12 (პირველი ტაიმი - 3:6) სძლიეს რუმინეთის ნაკრებს. შედეგად, ჯგუფში საქართველოს ნაკრები გალიდერდა.
გამარჯვება იზეიმეს უკრაინელებმაც, რომლებმაც ასევე დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიის ნაკრებს 35:33 (13:!6) აჯობეს.
ბოლო მატჩს მილტონ ჰეიგის გუნდი 6 ივნისს უკრაინაში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს და დიდი ალბათობით, უარეს თუ არა, რუსებზე ნაკლებ დღეს არ დააყრის. რაც შეეხება თასში ჩვენს მოცილე ესპანეთის ნაკრებს, წლის დასაწყისში ჩვენი მძლეველი მეხუთე ტურში რუმინეთის ძლიერ გუნდს მასპინძლობს, ბოლო მატჩს კი 19 მაისს რუსეთში, მასპინძლებთან გამართავს.
სატურნირო ცხრილი
1. საქართველო 4 3 0 1 115-45 15
2. ესპანეთი 4 3 0 1 96-59 14
3. რუმინეთი 4 2 0 2 65-39 11
4. რუსეთი 4 2 0 2 71-122 9
5. პორტუგალია 5 1 0 4 102-132 7
6. უკრაინა 3 1 0 2 60-112 5
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1. საქართველო 9 8 0 1 283-80 37
2. რუმინეთი 9 5 0 4 231-108 27
3. ესპანეთი 9 5 0 4 188-234 24
4. პორტუგალია 10 4 0 6 215-230 21
5. რუსეთი 9 4 0 5 171-220 20
6. უკრაინა 8 1 0 7 121-337 5
მომავალი მატჩები
19 მაისი
რუსეთი–ესპანეთი
1 ივნისი
რუმინეთი-უკრაინა
9 ივნისი
უკრაინა-საქართველო
მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი: საქართველოს ნაკრებს მეტი შეუძლია!
ირაკლი აბუსერიძე: გამარჯვებას მთელ ქვეყანას ვულოცავ
მამუკა გორგოძე: მგონი კარგად ვითამაშეთ
უკრაინა - პორტუგალია 35:33 (13:16)
1. საქართველო 4 3 0 1 115-45 15
2. ესპანეთი 4 3 0 1 96-59 14
3. რუმინეთი 4 2 0 2 65-39 11
4. რუსეთი 4 2 0 2 71-122 9
5. პორტუგალია 5 1 0 4 102-132 7
6. უკრაინა 3 1 0 2 60-112 5
19 მაისი
რუსეთი – ესპანეთი
1 ივნისი
რუმინეთი - უკრაინა
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1. საქართველო 9 8 0 1 283-80 37
2. რუმინეთი 9 5 0 4 231-108 27
3. ესპანეთი 9 5 0 4 188-234 24
4. პორტუგალია 10 4 0 6 215-230 21
5. რუსეთი 9 4 0 5 171-220 20
6. უკრაინა 8 1 0 7 121-337 5
ზურა ქსოვრელი
გულშემატკივრის სვეტი
“აფერისტა”ალბათ ყველას შეგხვედრიათ უწყინარი ცრუპენტელები. ანუ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ათასგვარ ტყუილებს აბრეხვებენ, მაგრამ მათი ტყუილები არც ბოროტია და არც ვინმეს უშავებს რამეს. ასეთი ადამიანები აგრესიაზე მეტად ღიმილს იწვევენ და მათი ნათქვამი დაუჯერებელი ტყუილები ხშირად მთელი ცხოვრება გვახსოვს. ერთ ასეთ ცრუპენტელა კაცს მეც ვიცნობდი. მეტსახელად ”აფერისტას” ეძახდნენ, დიდუბეში ცხოვრობდა, მუდამ დიდუბის ავტოსადგურში დაყიალობდა და ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო. სწორედ ამიტომაც, მისი ტყუილებიც ძირითადად ფეხბურთს უკავშირდებოდა.
ერთი დღე მსოფლიო სპორტში
- 18 მარტი
1968. დაიბადა თემურ ქეცბაია. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, სოხუმისა და თბილისის “დინამოს,” კვიპროსის ფამაგუსტას “ანორთოსისის,” ათენის აეკ-ის, “ნიუკასლ იუნაიტედის,” “ვულვერჰემპტონ უონდერერზისა” და შოტლანდიური “დანდის” ფორვარდი. მოპოვებული აქვს საქართველოსა და კვიპროსის ჩემპიონობა, საქართველოს, საბერძნეთისა და კვიპროსის თასები. 1990 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. “ანორთოსისის” მთავარმწვრთნელობისას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ქეცბაიას მეთაურობით “ანორთოსისმა” კვიპროსის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოიპოვა.