მამუკა გორგოძე: მგონი კარგად ვითამაშეთ [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ერთა თასის გათამაშების მე-5 ტურში საქართველო-რუსეთის მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა.

რუსეთის ნაკრების ანგარიშით 46:0-ით ძლევის შემდეგ გაზეთ "ლელოს" მკითხველთა ვერსიით, 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა გორგოძე: "თამაშის წინ საკმაოდ დაძაბულები ვიყავით, რადგან საქართველოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვქონდა.

მგონი კარგად ვითამაშეთ. ვულოცავ გამარჯვებას მთელ საქართველოს. გულშემატკივრის მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა იყო, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო".

პირველი არხისთვის მიცემული კომენტარის შემდეგ გორგოძეს სპეციალური პრიზი გადაეცა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დააწესა მატჩის საუკეთესო მორაგბისთვის. (იხილეთ
ვიდეო)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლომებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო, იმ დღეს ძალიან ამაყი ვიყავი თქვენი წყალობით. გაიხარეთ
zuzu
10:53 19-03-2012
0
მამუკა გორგოძე არა მარტო მსოფლიო დონის ვარსკვლავია,არამედ დიდი ადამიანიც.ეს მის მიერ გაკეთებულ სალელოე გადაცემაში გამოიხატა.
bondo
14:08 18-03-2012
0

სიახლეები პოპულარული