შვიდკაცა ბორჯღალოსნები ფინალისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის სერიის ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო. შეჯიბრება 10-11 ივლისს მოსკოვში გაიმართება. ტურნირზე წლევანდელი სერიის ეტაპების შედეგად გამოვლენილი 12 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ შვიდკაცა "ბორჯღალოსნები" მოხვდნენ საკმაოდ ძნელ, A ჯგუფში, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები რუსეთის, პორტუგალიის, იტალიის, მოლდოვისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში იასპარეზებენ: ესპანეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, ლიტვა, ჰოლანდია და უკრაინა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კახა ალანიამ უძლიერესი შემადგენლობის შეკრება ვერც ამჯერად შეძლო. ტრავმების გამო გუნდს დააკლდებიან ვიქტორ კოლელიშვილი, ალექსანდრე თოდუა, ლექსო გუგავა (სამივე - ლელო),
თედო ზიბზიბაძე (პერიგო) და შალვა სუთიაშვილი (მასი). გიორგი ჩხაიძე (მონპელიე) და ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი) კი თავიანთ კლუბებთან ერთად იმყოფებიან საწვრთნელ შეკრებაზე.

დღესდღეობით ფინალური ეტაპისთვის ოცამდე მორაგბე ემზადება, რომელთაგან ალანია 12-ს შეარჩევს. ნაკრების კანდიდატებს შორის რამდენიმე ლეგიონერიცაა: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (ფარული), მერაბ კვირიკაშვილი, მალხაზ ურჯუკაშვილი (ორივე - ფიჟაკი) და სიმონ მაისურაძე (ვილერბანი). გამოცდილი, მრავალის მნახველი მორაგბეებიდან აღსანიშნავია ბესიკ ხამაშურიძის (აია) და გიორგი შკინინის (ხულიგანა) დაბრუნება შვიდკაცა ნაკრებში.
ქართველთაგუნდი მოსკოვში 8 ივლისს გაემგზავრება.
A ჯგუფი: საქართველო, რუსეთი, პორტუგალია, იტალია, მოლდოვა, პოლონეთი
B ჯგუფი: ესპანეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, ლიტვა, ჰოლანდია, უკრაინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული