ქართველ მორაგბეთა "კლერმონი" უკვე პლეი ოფშია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ესპუართა ლიგაში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პლეი ოფში თამაშის უფლება უკვე გაინაღდა A ჯგუფში მოასპარეზე ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონმა", რომელიც ამ ლიგის მოქმედი ჩემპიონია.

"უმცროსმა ვულკანებმა" მე-15 ტურში შინ დაამარცხეს დავით ლოსაბერიძის "პო" 36:9 და 62 ქულა დაუგროვდათ. მას 12 ქულით ჩამორჩება "პერპინიანი", რომელმაც აქამდე მუდმივად მეორე ადგილზე მყოფ კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს" სამი ქულით გაუსწრო. ტულონელებმა მე-15 ტურში შინ დაამარცხეს უახლოესი მდევარი "აჟენი" - 23:8.

A
ჯგუფი
კლერმონი-პო 36:9, პერპინიანი-ტულუზი 44:5, მონპელიე-ლიონი 50:13, ტულონი-აჟენი 23:8, ბურგუენი-ბაიონი 28:23.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 62 ქულა, 2. პერპინიანი - 50, 3. ტულონი - 47, 4. აჟენი - 42, 5. მონპელიე - 36, 6. ბაიონი - 35, 7. პო - 29, 8.ტულუზი - 25, 9. ბურგუენი - 16, 10. ლიონი - 15.

* * *

B ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა გუნდების მდგომარეობა ბევრად უარესია. გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელიც 32 ქულით მე-5 ადგილზეა, სტუმრად დამარცხდა "ბორდოსთან" - 15:22. ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" კი შინ მოუგო "ნარბონს" -26:13. ტარბელები ახლა 27 ქულით მე-8 ადგილზე არიან. მენაბდიშვილმა და მირცხულავამ საქართველოს A ნაკრებში ითამაშეს.

B ჯგუფი
სტად ფრანსე-კასტრი 26:9, ბორდო-გრენობლი 22:15, ბრივი-ბიარიცი 33:19, ლა როშელი-მეტრო რასინგი 26:17, ტარბი-ნარბონი 26:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 63, 2. ლა როშელი - 57, 3. ბიარიცი - 47, 4. ნარბონი - 39, 5. გრენობლი - 32, 6. ბრივი - 28, 7. კასტრი - 27, 8. ტარბი - 27, 9. ბორდო - 21, 10. მეტრო რასინგი - 13.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული