საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრები ევროპული ზაფხულისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა, რომელმაც ივნისის დასაწყისში, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში უნდა ითამაშოს, უკრაინაში საწვრთნელი მატჩები გამართა უკრაინისა და მოლდოვას ნაკრებებთან.

ეს გუნდები ევროპის ელიტაში შედიან და წლეულს კონტინენტის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ცხადია, ასეთ მეტოქეებთან სპარინგი ჩვენი ნაკრებისთვის კარგი გამოცდილებაა, მით უფრო, რომ ერთ-ერთი მათგანი, მოლდოვას ნაკრები დავამარცხეთ კიდეც.

საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 9 ივნისიდან ჩაერთვება. ჩვენი გუნდი A ჯგუფში ნორვეგიის, ფინეთის, მალტისა და სერბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. B ჯგუფში კი ჩეხეთი, ბელგია, პოლონეთი, ისრაელი და
შოტლანდია იასპარეზებენ.

ივნისში ასევე სტარტს აიღებს ვაჟთა შორის შვიდკაცა რაგბის ტურნირი ევროპის გრან-პრი, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება. "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" ლიონში, მოსკოვსა და ოდენსეში ითამაშებენ.

პირველი ეტაპი ლიონში 2-3 ივნისს გაიმართება. ჩვენი გუნდი B ჯგუფში ესპანეთის, ინგლისის, შოტლანდის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

არანაკლებ ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი A ჯგუფში. ესენია: პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, უელსი და გერმანია.

ევროპის გრან პრი
2-3 ივნისი
A ჯგუფი: პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, უელსი, გერმანია.
B ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, ინგლისი, შოტლანდია, უკრაინა, ჰოლანდია.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი
9-10 ივნისი
A ჯგუფი: საქართველო, ნორვეგია, ფინეთი, მალტა, სერბეთი.
B ჯგუფი: ჩეხეთი, ბელგია, პოლონეთი, ისრაელი, შოტლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული