საქართველოს ნაკრები 2 ივნისიდან ევროპის გრანპრის სერიაში ჩაერთვება

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები 2 ივნისიდან ევროპის გრანპრის სერიაში ჩაერთვება.

ჩვენი მეშვიდკაცეები პირველ ეტაპზე საფრანგეთის ქალაქ ლიონში იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები აქ საკმაოდ ძლიერ, B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას ინგლისის, ესპანეთის, შოტლანდიის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებები გაუწევენ.

მანამდე კი ჩვენმა გუნდმა ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, თუმცა აქ გარკვეული მიზეზების გამო მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ მთლიანად ახალგაზრდული შემადგენლობა იახლა.

ესენია: ივანე დავითაშვილი, დიმიტრი კალანდაძე, შალვა მახარაშვილი, ნიკოლოზ ბერძული, დიმიტრი გოგოლაძე,
დავით მაკაროვი, გიორგი შარმაზანაშვილი, ლექსო მელიქიშვილი, იოსებ ცისკარიშვილი, გიორგი ფრუიძე და გიორგი აფციაური.

ლიონში "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" გაცილებით სოლიდური შემადგენლობით ითამაშებენ. წლეულს პირველად მოირგებენ შვიდკაცა რაგბის ნაკრების კვართს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ალექსანდრე თოდუა და მერაბ კვირიკაშვილი.

მათთან ერთად ითამაშებენ გამოცდილი მეშვიდკაცეები: გიორგი კალმახელიძე, დავით ჩიტიძე, ირაკლი გეგენავა და ბიძინა სამხარაძე.

საქართველოს ნაკრები
გიორგი ფრუიძე, შალვა მახარაშვილი, დავით მაკაროვი, ბიძინა სამხარაძე, ალექსანდრე თოდუა, გიორგი კალმახელიძე, დიმიტრი გოგოლაძე, დავით ჩიტიძე, ირაკლი ღვინჯილია, ირაკლი გეგენავა, ბექა ბიწაძე, მერაბ კვირიკაშვილი.

A ჯგუფი: პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, უელსი, გერმანია.
B ჯგუფი: საქართველო, ინგლისი, ესპანეთი, შოტლანდია, უკრაინა, ჰოლანდია.

გრან-პრის სერია ლიონში იწყება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული