მილტონ ჰეიგმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის გაფართოებული სია დაასახელა, რომლიდანაც აირჩევიან ის მორაგბეები, რომლებიც 9 ივნისს ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩში უკრაინის ნაკრებთან იასპარეზებენ, ხოლო შემდეგ აშშ-სა და კანადაში გაემგზავრებიან.

ტრავმების გამო გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდნენ გიორგი შკინინი (არმია), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი) და ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, რთული სეზონის შემდეგ ისვენებენ: მამუკა გორგოძე (მონპელიე), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) და გიორგი ნემსაძე
(ტარბი).

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" 16 ივნისს დენვერში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ერთი კვირის თავზე კი ბარნაბიში კანადის ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), აქვსენტი გიორგაძე (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ბექა შეყლაშვილი (დაქსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), ბაჩუკი გუჯარაიძე (ლოკომოტივი), დავით ჩიტიძე (არმია).
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), გივი ბერიშვილი, ზვიად მაისურაძე (ორივე-ლოკომოტივი), გიორგი თხილაიშვილი (არმია).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (აკადემია).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ალექსანდრე თოდუა (ალბი).
#15. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული