საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს საგზურისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბელგიაში გაემგზავრა. ჩვენი გუნდი აქ B დივიზიონში ასპარეზობს, სადაც ათი ქვეყნის ნაკრები ორ ჯგუფშია განაწილებული.

ქართველი მორაგბეები A ჯგუფში ნორვეგიის, მალტის, სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საგზურს მოიპოვებენ.

საქართველოს ნაკრებმა, ამ ტურნირის მზადების პროგრამით, ორ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა და ელიტური ქვეყნების გუნდებთან პაექრობაში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.

ზემოჩამოთვლილ გუნდებთან ერთად B ჯგუფში იასპარეზებენ ჩეხეთის, ბელგიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და ისრაელის ნაკრებები.

ჩვენი გუნდის კონკურენტები
ნორვეგიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის გუნდებია.

საქართველოს ნაკრები: ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ლელა გოქსაძე, ელეონორა გიგილაშვილი, ნანა გიორგაძე, ნათია ცინცქილაძე, ქრისტინე გვაზავა, სალომე საღარაძე, ნანა კაშია, მარეხი მაისურაძე.

A ჯგუფი: საქართველო, ნორვეგია, მალტა, სერბეთი, ფინეთი
B ჯგუფი: ჩეხეთი, ბელგია, პოლონეთი, შოტლანდია, ისრაელი.

ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს საგზურისთვის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული