საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მოსკოვში მეორე ეტაპზე იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ევროპის გრანპრის სერიის მორიგ ეტაპზე მოსკოვში იასპარეზებს.

ტურნირი 30 ივნისს დაიწყება და, როგორც წესია, ორ დღეს გასტანს.

ჩვენი გუნდი მოსკოვურ ეტაპზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მეტოქეობას ინგლისის, უელსის, რუსეთის, ჰოლანდიისა და უკრაინის ნაკრებები გაუწევენ.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი გრანპრის სერიის პირველ ეტაპზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართა, "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" მე-8 ადგილს დასჯერდა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ალანია მოსკოვში, სავარაუდოდ, განახლებულ შემადგენლობას იახლებს.

რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე მან ახლახან გამართული საქართველოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მოინიშნა.

A ჯგუფი: ინგლისი, უელსი, რუსეთი, საქართველო, ჰოლანდია, უკრაინა.
B ჯგუფი: პორტუგალია, ესპანეთი, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, გერმანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული