ლელოელებმა მე-7 ტურში თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხეს 20:3 და 31 ქულა დაუგროვდათ. მათ 6 ქულით ჩამორჩება "ქუთაისი 1", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით მოუგო შეჯიბრების დებიუტანტ თბილისის "წიქარას" - 75:5.
ქუთაისელთა პირველ გუნდს პლეი ოფის საგზურს თბილისის "ჯიქები" ეცილება, რომელსაც 24 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. "ჯიქებმა" მე-7
ამავე ჯგუფში თბილისის "ივერიამ" დიდი ანგარიშით დაამარცხა დებიუტანტი თბილისის "ჯვაროსნები" - 76:3.
A ლიგა
A ჯგუფი
ჯვაროსნები-ივერია 3:76, ჯიქები-ქუთაისი 2 24:18, ქუთაისი 1-წიქარა 75:5, ლელო-ლოკომოტივი 20:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 31 ქულა, 2. ქუთაისი 1 - 25, 3. ჯიქები - 24, 4. ივერია - 19, 5. ქუთაისი 2 - 15, 6. ლოკომოტივი - 11, 7. ჯვაროსნები - 5, 8. წიქარა - 0.
ჭაბუკთა B ლიგაში დღემდე დაუმარცხებელი აღმოსავლეთ ზონის A ჯგუფში მოასპარეზე "არმიაა". ეს გუნდი, რომელსაც 41 ქულა დაუგროვდა, მე-10 ტურში ისვენებდა. მას ორი ქულით ჩამორჩება თბილისის "ჯიქები", რომელმაც სტუმრად მშრალი ანგარიშით დაამარცხა აუტსაიდერი თელავის "მუტრუკები" - 117:0.
პლეი ოფში გამსვლელი საგზურისთვის რეალურ პრეტენზიას აცხადებს რუსთავის "ხარები", რომელსაც ამჟამად 37 ქულა აქვს. რუსთაველებმა შინ მოუგეს ტურნირის დებიუტანტ თბილისის "ჯვაროსნებს" - 35:0.
"ხარებს" კვალში უდგას თბილისის "ლელო 1", რომელმაც შინ იოლად სძლია პატარძეულის "ვეფხვებს" - 43:3. ლელოელთა მეორე გუნდმა კი თბილისის "ყოჩებთან" წააგო - 3:43.
B ლიგა
A ჯგუფი
ლელო 1-ვეფხვები 43:3, ყოჩები-ლელო 2 43:3, ივერია-ტორნადო 17:7, ხარები-ჯვაროსნები 35:0, მუტრუკები-ჯიქები 0:117.
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 41 ქულა, 2. ჯიქები - 39, 3. ხარები - 37, 4. ლელო 1 - 29, 5. ყოჩები - 25, 6. ტორნადო - 21, 7. ივერია - 20, 8. ჯვაროსნები - 19, 9. ლელო 2 - 9, 10. ვეფხვები - 5, 11. მუტრუკები - 0.
B ჯგუფში პლეი ოფში გასვლისთვის შედარებით უფრო დაძაბული ბრძოლაა. აქ შემდეგი ეტაპის ორ საგზურზე პრეტენზიას ერთბაშად ოთხი გუნდი აცხადებს. ესენია: თბილისური გუნდები - "აკადემია", "ხულიგანა", "არმაზი" და "ლოკომოტივი 1".
39 ქულით პირველ ადგილზე აკადემიელები არიან, რომლებმაც მე-10 ტურში მეოთხეადგილოსანი "ლოკომოტივი 1" დაამარცხა მშრალი ანგარიშით - 33:0. რკინიგზელთა პირველ გუნდს ახლა 37 ქულა აქვს.
38-38 ქულა დაუგროვდათ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ "ხულიგანა" და "არმაზი". "ხულიგანასთან" სათამაშოდ გურჯაანის "კახები" არ გამოცხადდა და თბილისურ გუნდს მოგება ჩაეთვალა. "არმაზმა" კი დიდი ანგარიშით სძლია დედოფლისწყაროს "მიმინოს" - 126:7.
ამავე ჯგუფში კასპის "თსუ ლომებმა" თბილისის "თიბისის" მოუგო - 10:0. ხოლო რკინიგზელთა მეორე გუნდმა აუტსაიდერი "წიქარა" დაამარცხა - 19:10.
B ჯგუფი
არმაზი-მიმინო 126:7, ხულიგანა-კახები (კახები არ გამოცხადდა), თსუ ლომები-თიბისი 10:0, ლოკომოტივი 1-აკადემია 0:33, ლოკომოტივი 2-წიქარა 19:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 39 ქულა, 2. ხულიგანა - 38, 3. არმაზი - 38, 4. ლოკომოტივი 1 - 37, 5. კახები - 24, 6. მიმინო - 18, 7. თსუ ლომები - 15, 8. ჩოხოსნები - 14, 9. თიბისი - 12, 10. ლოკომოტივი 2 - 5, 11. წიქარა - 0.
დასავლეთ ზონაში ჯგუფური ეტაპი დასრულებულია და ოთხი გუნდი: "ქუთაისი 1", "ქუთაისი 2", "ქუთაისი 3" და ფოთის "რაინდები" მომავალი მეტოქეების მოლოდინშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"