კანადა VS საქართველო - "ბორჯღალოსნებმა" ნეკერჩხალს ფოთლები უნდა გააცალონ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ვანკუვერთან ახლოს, ქალაქ ბარნაბიში, ჩვენი დროით 24 ივნისს ღამის პირველ საათზე კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" ბრიტანულ კოლუმბიაში ექვსი დღეა იმყოფებიან და გასულ უქმეებზე აშშ-ს ნაკრებთან მარცხის შემდეგ "ნეკერჩხლის ფოთლებთან" წარმატებით თამაშისთვის ინტენსიურად ემზადებიან.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. შერკინებაში გიორგი ჩხაიძე მეორე ხაზში გადაიყვანა, მესამე ხაზში რვა ნომრის პოზიცია კი ახალგაზრდა ბექა ბიწაძემ დაიკავა.

"ბორჯღალოსნებს" საფრანგეთიდან დაემატა "მასის" მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი, რომელიც ჰეიგმა თადარიგში დააყენა.

ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს "არმიას" მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი, მის პოზიციაზე მოასპარეზე გივი ბერიშვილმა კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

ცვლილებებია უკანა ხაზშიც. 20-წლამდელთა ნაკრებს დაუბრუნდა შუამარბი მერაბ შარიქაძე, მის ნაცვლად კანადელების წინააღმდეგ გამოცდილი თედო ზიბზიბაძე ითამაშებს.

სათადარიგოთა შორის იქნება "ლელოს" გარემარბი ალექსანდრე თოდუა, რომელსაც თანაკლუბელი ლექსო გუგავა შეცვლის. ასევე ლელოელები არიან ფულ ბეკი ირაკლი ყიასაშვილი და ლაშა ხმალაძე. ყიასაშვილი, რომელიც აშშ-სთან მატჩში სათადარიგო იყო, ამჯერად ძირითად შემადგენლობაშია. ხმალაძე კი განაცხადში არ არის.

იტალიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, რამდენიმე ცვლილება მოხდა კანადის ნაკრებშიც. ტრავმირებული პირველხაზელის იუბერ ბუდენსის ნაცვლად ტომ დოლეზელი ითამაშებს.

ადგილები გაცვალეს შერკინების კვაჭებმა - ენდრიუ ტიდმანი თადარიგში გადაინაცვლებს, მის ადგილს კი მაიკ პიტჩი დაიკავებს.

ივნისის ტესტები
კანადა-საქართველო
კანადა: 15. ჯეიმზ პიტჩარდი, 14. დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე, 13. კონორ ტრაინორი, 12. ფილ მაკენზი, 11. შონ დუკი, 10. მეთ ევანსი, 9. ედვარდ ფაირჰორსტი. 1. ტომ დოლეზელი, 2. ენდრიუ ტიდმანი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯო სინკლერი, 5. ტაილერ ჰოტსონი, 6. ტაილერ არდრონი, 7. ჩონსი ოტული, 8. აარონ კარპენტერი.
16. მაიკ პიტჩი, 17. დაგ ვილდრიჯი, 18. ბრეტ ბუკებუმი, 19. ნანიაკ დალა, 20. სონ ვაითი, 21. ჯო ჰესლერი, 22. კირან ჰირნი.

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. რევაზ ბელქანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გია ლაბაძე, 7. გიორგი
თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა. 18. შალვა სუთიაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. ალექსანდრე თოდუა.

ასევე იხილეთ
მილტონ ჰეიგი: კანადის ნაკრებთან ისე ვითამაშებთ, რომ ჩვენით იამაყებთ
"ბორჯღალოსნები" ივნისის ბოლო ტესტისთვის ემზადებიან
"ბორჯღალოსნები" უკეთესის იმედით - დენვერიდან ბარნაბიში!
აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო
მკითხველის კომენტარები / 5 /
Tornike

თორნიკე მართალი ხარ ჩვენს ნაკრებს აქვს ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამი რაც დიდი პრობლემაა.საჭიროა ბავშვთა რაგბის განვითარება.ამის გარეშე წინსვლა და გრანდებთან მიახლოვება ძალიან ძნელია პრინციპში წარმოუდგენელიც კი.იმედია სწორად წავა ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარება და გავერევით გრანდების მარაქაში.
NIKA
12:19 24-06-2012
0
ჩემი აზრით საგანგაშო არაფერია, უბრალოდ როგორც კი ჩვენს ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდება, ძალიან სუსტდება. ასეთი შემადგენლობით ესპანეთთანაც წავაგეთ. ასე რომ, უნდა იმუშავონ ახალგაზრდებთან რაც შეიძლება ბევრი
Tornike
11:12 24-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული