რუმინეთი VS საქართველო - "ტრიუმფალურ თაღზე" ტრიუმფს ველით!

AutoSharing Option
16 მარტს, თბილისის დროით 17 საათზე, საქართველოს ნაკრები ბუქარესტში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლიაციას I არხი განახორციელებს.

ეს მატჩი ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრაა, რომელშიც გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდება.

"ბორჯღალოსნები" ბუქარესტში ხუთშაბათს გვიან ღამით ჩავიდნენ და 15 მარტს "ტრიუმფალური თაღის" სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

ჩვენი ეროვნული გუნდი რუმინეთს ოპტიმალური შემადგენლობით ესტუმრა. "ბორჯღალოსნები" მზად არიან ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი ბუქარესტში არ დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ ეს შეჯიბრება იმავდროულად 2015 წელს ინგლისში გასამართი
მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, საიდანაც მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ გადის. მესამეს კი, რეპეშაჟის გავლით მოუწევს ინგლისის საგზურის მოპოვება.

მატჩის მნიშვნელობაზე აქამდეც ბევრი დაიწერა. ჩვენმა ნაკრებმა "სტეჟარის" ბოლო სამი თამაშიდან სამივე მოუგო და მასპინძლები ყველანაირად ეცდებიან ეს მათთვის უსიამოვნო სერია დაარღვიონ.

მატჩისწინ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელშიც საქართველოს ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და შერკინების კვაჭმა, რუმინული "ფარულის" ყოფილმა მორაგბემ ირაკლი ნატრიაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

Sportall.Ge

მილტონ ჰეიგი:
"ბუქარესტში ზედიზედ მეორედ მოგვიწია თამაშმა. ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და, ვფიქრობ, უშეღავათო ბრძოლა გველის.

ეს გასაგებიცაა, ერთა თასის მოგებასთან ერთად, მსოფლიოს თასის კვალიფიკაციაში ქულების მოპოვებაც მნიშვნელოვანია"

ირაკლი ნატრიაშვილი:
"ძალიან მძიმე მატჩი იქნება. რუმინეთის ნაკრებმა ჩვენთან ბოლო სამი შეხვედრიდან სამივე წააგო.

წლეულს "სტეჟარი" შარშანდელთან შედარებით უკეთესი გუნდია. მისი ყველა თამაში ვნახე და, ვფიქრობ, სერიოზულ წინააღმდეგობას გაგვიწევენ".


საბრძოლო განწყობაა რუმინელთა ბანაკშიც. ამ ქვეყნის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს, ალინ პეტრაქეს იმედი აქვს, რომ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "მუხის ფოთლები" ქართველების დამარცხებას შეძლებენ.

მიჰაი მაკოვეი, "სტეჟარის" კაპიტანი:
"ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერად ვივარჯიშეთ და რაც შეგვიძლია ყველაფერს ვიღონებთ, რათა რუმინეთს გამარჯვება მოვუტანოთ. ბიჭები კონცენტრირებულნი, მოტივირებულნი არიან.

ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ვალდებულნი ვართ, ქომაგებს, რომლებსაც მრავლად ველით გამარჯვება ვაჩუქოთ".

ევროპის 2013 წლის ერთა თასი. V ტური

16.03. რუმინეთი. ბუქარესტი. "ტრუმფალური თაღი"
რუმინეთი VS საქართველო
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. ადრიან აპსოტოლი, 13. რობერტ დესკალუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან მატეი, 10. იონუც დიმოფტე, 9. ფლორინ სურუჯუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. ანდრეი რადოი, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ ურსაკე, 5. მარიუს სარბე, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. მიჰაი მაკოვეი, 8. დანიელ კარპო.
16. ანდრეი ურსაკე, 17. ევგენ კაპატანა, 18. ჰორაციო პუნეგა, 19. ალინ კოსტე, 20. ალექსანდრუ მიტუ, 21. კიპრიან კაპლესკუ, 22. ჩაბა გალი, 23. იონუც ნეასუ.

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ბექა წიკლაური.

ესპანეთი VS პორტუგალია
რუსეთი
VS ბელგია

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +74 1 17
2. რუმინეთი 4 4 0 0 +49 1 17
3. რუსეთი 4 2 0 2 -17 1 9
4. პორტუგალია 4 1 0 3 -21 1 5
5. ბელგია 4 0 1 3 -28 2 4
6. ესპანეთი 4 0 1 3 -57 1 3

საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი 2013 წლის ერთა თასზე
საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]
რუსეთი-საქართველო 9:23 - კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ: 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია! [VIDEO]
საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ერთა თასი და "ანთიმოზ ივერიელი" ერთად მოსაგებია!
მკითხველის კომენტარები / 1 /
მ ო ვ ი გ ე ე თ!!! გილოცავთ!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული