"თბილისის თასის" გათამაშებაში, საქართველოს ნაკრების გარდა, ურუგვაის ეროვნული გუნდი, სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები და მზარდი ირლანდია იასპარეზებენ.
ტურნირში მონაწილე ჩვენი გუნდის შემადგენლობა, რომელიც პირველ მატჩს მზარდ ირლანდიასთან გამართავს, ახლახან გახდა ცნობილი.
"ბორჯღალოსნებს" შორის ახალი არავინაა. ერთადერთი დებიუტანტი შესაძლოა გახდეს ქუთაისის "აიას" გარემარბი გიორგი ფრუიძე, რომელიც ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში უწინაც არაერთხელ მოხვედრილა.
"თბილისის თასის" გათამაშებაში საქართველოს ნაკრებს დააკლდებიან დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვასილ კაკოვინი და ჯაბა ბრეგვაძე (ორივე-ტულუზი).
ამასთან ერთად, გამორიცხული არ არის, ეს სია ტურნირის დაწყებამდე სხვადასხვა მიზეზის გამო შეიცვალოს.
საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე-ტულონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია)
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ბათუმი)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#11-14: თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი).
#12-13: დავით კაჭარავა (როდეზი), მერაბ შარიქაძე (აკადემია), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
თბილისის თასი
7 ივლისი
ურუგვაი-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
საქართველო-მზარდი ირლანდია
11 ივლისი
მზარდი ირლანდია-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
საქართველო-ურუგვაი
16 ივლისი
ურუგვაი-მზარდი ირლანდია
საქართველო-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თბილისში გასამართი საერთაშორისო სარაგბო ტურნირის განრიგი დადგენილია
გიორგი ნიჟარაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]