"პუმებმა" კი გასულ უქმეებზე ინგლისის ნაკრებთან დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ სული მოითქვეს და 18 ივნისს პირველი ვარჯიში გამართეს.
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა გუნდი დილის ათ საათზე შეკრიბა და ინგლისთან მატჩის ვიდეოანალიზი გააკეთა.
კრებაზე გადაწყდა, რომ "ბორჯღალოსნებთან" მატჩში "პუმებს" გონსალო ტიესი უკაპიტნებს.
არგენტინელთა გარემარბმა განვლილი მატჩის მოკლე კომენტარი გააკეთა:
"საწყის 30 წუთში შესანიშნავად ვითამაშეთ. მერე გუნდში რაღაც მოიშალა. კარგად გარჯას უკვე ეპიზოდურად
ამის შემდეგ "პუმებმა" მოედანზე გადაინაცვლეს. ვარჯიში საკმაოდ ხანგრძლივი მოთელვით დაიწყეს.
მერე დიდი დრო დაცვაში თამაშის დახვეწას დაუთმეს. დიდი ინტენსიურობით გაისარჯნენ, როგორც სტატიკური მდგომარეობიდან, ისე ღია თამაშიდან შეტევისას.
წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია გილერმო როანს, რომელიც კისრის ტრავმის მოშუშების შემდეგ აღდგენით პროცედურებს გადის.
"საქართველოს ნაკრებთან უმძიმესი მატჩი გველის. ჩვენი გუნდის მოთამაშეთა უმრავლესობას ნათამაშები აქვს ქართველების წინააღმდეგ და შესანიშნავად იციან, რომ ისინი ფიზიკურად ძლიერები, კარგი მოთამაშეები არიან.
ეს იქნება დიდი ბრძოლა. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან ეროვნული ნაკრების კვართით ვთამაშობთ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ინგლისის ნაკრებთან ორი მარცხის შემდეგ ქომაგებს ხასიათი გამოვუკეთოთ" - დასძინა გილერმო როანმა.
ვარჯიშის შემდეგ მოთამაშეთა ნაწილი ადგილობრივი მედიის განკარგულებაში გადავიდა. აი, რა თქვა "პუმების" ერთ-ერთმა ახალბედა მოთამაშე ტომას კარიომ:
"არგენტინის ნაკრებში თამაში ძალიან საამაყოა. ამასთან ერთად, ეს განუზომელი პასუხისმგებლობაცაა. ყველანაირად ვცდილობ, რომ გუნდის თამაშს პოზიტივი შევმატო, მეც ვისიამოვნო და ქომაგიც გავახარო.
საქართველოს ნაკრები ძალიან უხერხული მეტოქეა. წინ უშეღავათო ბრძოლა გველის. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა წინა ორ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები არ გავიმეოროთ.
არგენტინის ნაკრებს შეუძლია, ბევრად უკეთ ითამაშოს და ამის დამტკიცებას ქართველებთან მატჩში შევეცდებით".
ამასობაში, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ნაკრები ბუენოს აირესში, სასტუმრო "პანამერიკანოში" დაბინავდა.
"ბორჯღალოსნები" სან ხუანში, სადაც 22 ივნისს მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდებიან, 20 ივნისს, დილით გაემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 10 წუთზე დაიწყება.
საქართველო
პირველი ხაზი: ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი (ორივე-ტულუზი), რეზო ბელქანია (ლელო), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ნემსაძე (ტარბი).
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია). ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით კაჭარავა (როდეზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ალექსანდრე თოდუა (ალბი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).
არგენტინა
ბელისარიო აგუჯა, ესტებან ლოსადა (ორივე-აჟენი), გაბრიელ ასკარეტე (კარკასონი), რიდრიგო ბაესი (ლისეო), მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი (ორივე-არგენტინა), ტომას კარიო (როსარიო), ტომას კუბელი (ბელგრანო), ტომას დე ლა ვეგა (სიუბე), მარიანო გალარსა, მაურისიო გუიდონე, ბრუნო პოსტილიონი (სამივე-ლა პლატა), მარტინ ვეიგა (ბუენოს აირესი), ფრანსისკო კოდელა (ბიარიცი), მარტინ ლანდახო (კასი), ტომას ლეონარდი (საუთერნ კინგზი), ბენიამინ მაკონე (ტუკმანი), ბენაიმინ მადერო (ესიკა), მატიას ორლანდო (ურიაპუკა), გილერმო როანი (პრატო), გონსალო ტიესი (ლიბრე), ბენიამინ ურდაპილიეტა (ოიონაქსი), ტომას ვალეხოსი (რედ სპარქსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მესამე მატჩი "პუმებთან" - "ბორჯღალოსნები" არგენტინაში გაემგზავრნენ