გულშემატკივარს არგენტინა-საქართველოს მატჩის ხილვა ინტერნეტით შეეძლება

AutoSharing Option
22 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივნისის ტესტების ბოლო მატჩს არგენტინაში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინას "ბორჯღალოსნები" აქამდე ორჯერ - 2007 და 2011 წლის მსოფლიო ჩემპინატებზე შეხვდნენ, ხოლო ეს მატჩი პირველი შემთხვევა იქნება ქართული რაგბის ისტორიაში, როდესაც პირველი დონის სარაგბო ქვეყანას, არა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, არამედ საერთაშორისო ტესტში შევერკინებით.

სამწუხაროდ, საქართველოსა და არგენტინის სარაგბო ნაკრებების მატჩის ტრანსლირების უფლების შესყიდვა, რიგი მიზეზების გამო, ვერცერთმა ქართულმა ტელეარხმა ვერ მოახერხა, რის გამოც ამ ისტორიულ შეხვედრას ინტერნეტის მეშვეობით თუ მივადევნებთ თვალს.

თამაში
22 ივნისს, თბილისი დროით 23:10 საათზე დაიწყება.

გთავაზობთ მატჩის ინტერნეტ-სთრიმის ბმულებს:

სთრიმი 1
სთრიმი 2
სთრიმი 3
სთრიმი 4

ასევე იხილეთ:

არგენტინა VS საქართველო - გვინდა რევანში!
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა გახდა ამ რაგბის მატჩების ტრანსლაცია, დაგვტანჯეს სრიმინგის ყურებით.ფეხბურთის ტრენსლაცია თუ შეიძლება რაგბის რატო არის სულ პრობლემა.მარა მაინც ვფიქრობ ჩვენი ტელეარხები არ ირჯებიან სათანადოდ თორემ მოიპოვებდნენ გადმოცემის უფლებას.
gkhabe
17:44 22-06-2013
0
რა არი ესპანეთი-ტაიტის ტრანსლაციის ყიდვა თუ შეიძლებოდა დავიჯერო უფრო ნაკლებად გვაინტერესებს მორაგბეების თამაში? ოლიმპიადაზეც დაგვტანჯეს უაზრო სახეობების ყურებით ფინალამდე ვერ ვნახეთ ქართველების გამოსვლა მაგარი საზოგადაოებრივი მაუწყებელი გვყავს რა
levan
21:39 22-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული