"ბორჯღალოსნებმა" კანადის ნაკრები მძიმე ბრძოლასა და ჩხუბში დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
9 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში კანადის ნაკრებს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე დაუპირისპირდა და ანგარიშით 19:15 დაამარცხა.

ამით "ბორჯღალოსნებმა" "ნეკერჩხლის ფოთლებთან" შარშან ვანკუვერში წაგებისთვის რევანში აიღეს!

მატჩში ანგარიში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა გახსნეს - საჯარიმო დარტყმა მე-3 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა - 3:0. ორიოდე წუთში საპასუხო საჯარიმოს დარტყმის უფლება კანადელებმა მიიღეს, თუმცა ვერ გაიტანეს.

ამის შემდეგ სტუმრებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს და საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანთან ახლოს იყვნენ, თუმცა ლელოს გატანის შანსი ვერ გამოიყენეს და მხოლოდ ჯარიმას დასჯერდნენ
- 3:3.

18-ე წუთზე კანადელები ზუსტი საჯარიმოთი ანგარიშში წინაც გავიდნენ, მანამდე კი დარტყმა მეკოს გაუცუდდა.

მომდევნო ორი საჯარიმოს დროს კვირიკაშვილს მიზანმა აღარ უმტყუნა და საქართველოს ნაკრები ანგარიშში კვლავ წინ გავიდა - 9:6. თუმცა კანადელები კვლავ გააქტიურდნენ და 33-ეზე კვლავ ზუსტი საჯარიმოთი შეძლეს სხვაობის აღმოფხვრა - 9:9.

ამის შემდეგ შესვენებამდე მოედანზე გამოსარჩევი მუშტი-კრივი იყო, რომელიც ვიტო კოლელიშვილის უხეშობას მოჰყვა. ვიტომ მეტოქე ყელში შებოჭა და გაწევ-გამოწევაც აქედან დაიწყო. საბოლოოდ მსაჯმა მოედნიდან კოლელიშვილი წითელი ბარათით გააძევა და "ბორჯღალოსნები" მოედანზე 14 კაცით დარჩნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტაიმის ბოლოს კანადელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მიიღეს და ზუსტი დარტყმით ტაიმი თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს - 9:12.

შეხვედრის მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მატჩის პირველი ლელო კი 52-ე წუთზე ირაკლი მაჩხანელის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა თედო ზიბზიბაძემ დადო. მეკომ საკმაოდ რთული მდგომარეობად ზუსტად გარდასახა - 16:12.

ამის შემდეგ მეტოქეებმა თითო ჯარიმა დაარტყეს ზუსტად (მასპიძნელთაგან კვირიკაშვილმა) და ანგარიში 19:15 გახდა.

მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კარგი იერიში განახორციელეს მამუკა გორგოძემ და შალვა სუთიაშვილმა, თუმცა მიზნამდე სულ ცოტა დაგვაკლდა, ჯერ შერკინებიდან ვერ მივაღწიეთ მიზანს, შემდეგ კი საჯარიმოთი - რომელიც ტრადიციულად, მეკომ დაარტყა.

მიუხედავად ამისა, მატჩის ბოლო წუთებში ქართველმა მორგაბეებმა შეძლეს ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნება და ნოემბრის ტესტების პირველი შეხვედრის გამარჯვებით დასრულება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტების მომავალ ორ მატჩს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს აშშ-სთან, 23 ნოემბერს კი სამოასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩხუბი დაიწყეს კანადელებმა, მომეჩვენა რომ მზად იყვნენ ამისთვის, ჩვენმა მგლებმა ისეთი მუშტი დაახვედრეს მგონი მაგრად შეაშინეს,ალბათ ჩვენთან ჩხუბს ვეღარ გაბედავენ, ფსიქოლოგიურად ისე გატყდნენ მაგ თაობის კანადის ნაკრები ჩვენებს ვეღარასოდეს მოუგებს
ნიკოლოზ
11 ნოემბერი 2013 15:40
0
გეთანხმები...საერთოდ მეათე ხარისხოვანი უნდა იყოს...ბარსა,რეალი,ბაიერნი...ვინ რამდენად გაყიდა და ვინ იყიდა...საერთოდ!!!...მიხედეთ ქართულ სპორტს...მით უმეტეს,რაგბის , დეტალურად გაშუქებას ვითხოვთ... ინტერვიუები,მზადების ხარისხი,შედეგები...ყველაფერი და კიდევ...ეროვნული ჩემპიონატის თითო თამაში ,ყოველ ტურში გვანახეთ,და მერე ამ ტური განხილვები...სულ არ მაინტერესებს ჭ კლასის საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში,მათ ყოველივე ჯერ უნდა დაიმსახუროთ11

ამ ქართველმა ვაჯკაცებმა დაიმსახურეს და...მაინც ზოგადი დამოკიდებულება...

გახსოვდეს,ევროპაში ქართველი რაგბისტებით,ძლიერ ამაყობენ და თავაწეულები დადიან და საქართველოში...

აზრზე მოდის...ყველაფერი უნდა მიუზღვათ ყველას ისე,როგორც იმსახურებს...

ჩვენ გვსურს რ ა გ ბ ი !!!
glaxuna
10 ნოემბერი 2013 18:21
0
ვისაც რაგბი ესმის,ნამეტან გათამამებულ გუნდთან,ჩხუბიც საჭიროა,საჭირო კი არა,აუცილებელიცაა,ზოგჯერ მთელი გუნდითაც,კოლელიშვილი მაგარია ლომია.გახსოვთ სტეჯარიმ ბუქარესტში გუნდური ჩხუბი რომ მოგტვიწყო? მაგრამ მაინც ვუგებთ იმიტომ რომ არავის არაფერს არ უთმობენ ქართველი ლომები,ასეა საჭირო და არა მარტო რაგბიში,საკანდელიძე-კალათბურთში,სულაქველიძე -ფეხბურთში,გორგოძე -რაგბიში,არც ერთ უხეშობას არავის მხრიდან,უყრადღებოდ არ ტოვებდენ,იმწამსვე სიფათში.დიდ სფორტში "მანდრაჟით,დუხით მოწინააღმდეგის დაგდება" ზოგჯერ საჭიროა,ისე ვერაფერს მიაღწევ,უბრძოლველად,დარცები,საქართველოს ჩემფიონატების დაბალ დონეზე,თითქმის სფორტის ყველა სახეობებში,ჭიდაობების,ძიუდოს გამოკლებით,იმიტომ რომ ეს სახეობები,თავიდან ბოლომდე ბრძოლაა,მოწინააღმდეგის სრულ დაჩაგვრამდე
Sebastien Chabal
10 ნოემბერი 2013 17:30
0
კოლელიშვილმა ჯობია რაგბი ითამაშოს და ამ სისულელეებს თავი გაანებოს. პოპულარობა თუ უნდა 1000 რამეა საშუალება ..ეგ ნომერი აწი აღარ გაუვა და ნაკერიდანაც უსახელოდ გაუშვებენ !!
vito sisuleebs nakrebs nu gadaayoleb
10 ნოემბერი 2013 13:19
0
თამაშში ცოტა ხარვეზები იყო, თუმცა მონდომებას არ იშურებენ და მერე ვაჟკაცურ ჩხუბში გადაყავთ:) მაგარი ბიჭები არიან რა! გენაცვალეთ მგლებო! ბორჯღალოსნებო!
ჯონი
10 ნოემბერი 2013 10:34
0
გამიკვირდა გორგოძეს ამდენი შეცდომა, მაგრამ მაინც მაგრად იდგა ბოლომდე და თავკაცობდა გუნდს. ისე ბევრი წუნი იყო, თუმცა გამოსწორება შეიძლება. სამწუხაროა, რომ ამდენი მოთამაშე აკლიათ შერკინებაში. ზერაქა დიდი ძალააა. სამწუხაროა, რომ კოლელიშვილი გამოტოვებს შემდეგ თამაშს. ისე კარგად გადავრჩით, რომ მსაჯმა კანადელიც გააძევა,თორემ ნაკლულები ნამდვილად წავაგებდით. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ დამნაშავეს აძევებენ და მერე ვინ ჩხუბობს იმას უკვე ყურადღებას არ აქცევენ. თან მაჩხანელიც თუ დაიმტვრა?! მაგრამ იმედია, რომ შემდეგ თამაშში უფრო ნაკლები წუნი იქნება. ისე რაგბიდან თუ გამოგყვება კაცს დადებითი ემოციები, რადგან ეს ბიჭები იბრძვიან და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ბრძოლაში გამოწრთობილებს უკვე ჩამოუყალიბდათ მენტალურად ის გრძნობა, რომ ყველასთან შეიძლება თამაში და მოგებაზე ფიქრი. აი ეს არის მთავარი და ხალხი იმიტომ სცემს პატივს ჩვენს რაგბისტებს. აბა თბილისის დინამოს მწვრთნელი დღესაც იმეორებს, რომ ტოტენჰემი სხვა პლანეტიდანააო. მგონი ესიზმრება კიდეც ისეა შეშინებული. მთავარია თამაშის წინ არ ჩაფახდე, თორემ ყველამ ვიცით რა დონისაა ტოტენჰემი. აი ეს გამოარჩევს ჩვენს ფეხბურთელებს და რაგბისტებს. ერთნი სულ ჩაფახებულნი და მომტირალნი, ხოლო მეორენი ვაჟკაცნი და მებრძოლნი . . .
ynwa
10 ნოემბერი 2013 10:16
0
რა სტატიაა ამ თამაშის შესახებ დაწერილი?! ამაში ეტყობა რომ ამ ქართველ ჟურნალისტებს როგორ ადარდებთ ჩვენი რაგბი. ერთი კვირაა გუნდი ერთად არის შეკრებილი და სადმე ნახეთ რომელიმე საიტზე, გაზეთში საინტერესო მასალა ჩვენი გუნდიდ მზადების შესახებ? მხოლოდ მცირე, ვალის მოდის მიზნით დაწერილი რამდენიმე მოკლე ჩანაწერი. ტელევიზიაზე ხომ საუბარი ზედმეტია. აქ რეალის და ბარსას ამბები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ქართული რაგბისა. სამწუხაროა, რომ ასე ცოტა მაყურებელი მოვიდა თამაშზე. მაინც და მაინც რუსეთის ბანძი ნაკრები უნდა ყოფილიყო ჩამსული, რომ ინტერესი გაჩენილიყო საზოგადოებაში? სამწუხაროდ ასე იქნება ალბათ სამოასთანაც!
ynwa
10 ნოემბერი 2013 09:52
0
ვაჟკაცნო ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთბთ! განსაკუთრებული ქართველნი ბრძანდებით ბორჟღალოსნებო!!!!!!!!!!
ვამაყობთ თქვენი ჯიგარით.
ბადრი ირემაძე
09 ნოემბერი 2013 19:50
0
ძალიან ბევრი ხარვეზი იყო,მოგება ყოველთვის კარგია,მაგრამ სამუშაოც ბევრია,ვულოცავ ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას,იმედია მომავალში უფრო ხარისხიანი თამაშით გაგვახარებენ.
გია
09 ნოემბერი 2013 19:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული