ამით "ბორჯღალოსნებმა" "ნეკერჩხლის ფოთლებთან" შარშან ვანკუვერში წაგებისთვის რევანში აიღეს!
მატჩში ანგარიში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა გახსნეს - საჯარიმო დარტყმა მე-3 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა - 3:0. ორიოდე წუთში საპასუხო საჯარიმოს დარტყმის უფლება კანადელებმა მიიღეს, თუმცა ვერ გაიტანეს.
ამის შემდეგ სტუმრებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს და საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანთან ახლოს იყვნენ, თუმცა ლელოს გატანის შანსი ვერ გამოიყენეს და მხოლოდ ჯარიმას დასჯერდნენ
18-ე წუთზე კანადელები ზუსტი საჯარიმოთი ანგარიშში წინაც გავიდნენ, მანამდე კი დარტყმა მეკოს გაუცუდდა.
მომდევნო ორი საჯარიმოს დროს კვირიკაშვილს მიზანმა აღარ უმტყუნა და საქართველოს ნაკრები ანგარიშში კვლავ წინ გავიდა - 9:6. თუმცა კანადელები კვლავ გააქტიურდნენ და 33-ეზე კვლავ ზუსტი საჯარიმოთი შეძლეს სხვაობის აღმოფხვრა - 9:9.
ამის შემდეგ შესვენებამდე მოედანზე გამოსარჩევი მუშტი-კრივი იყო, რომელიც ვიტო კოლელიშვილის უხეშობას მოჰყვა. ვიტომ მეტოქე ყელში შებოჭა და გაწევ-გამოწევაც აქედან დაიწყო. საბოლოოდ მსაჯმა მოედნიდან კოლელიშვილი წითელი ბარათით გააძევა და "ბორჯღალოსნები" მოედანზე 14 კაცით დარჩნენ.
ტაიმის ბოლოს კანადელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მიიღეს და ზუსტი დარტყმით ტაიმი თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს - 9:12.
შეხვედრის მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მატჩის პირველი ლელო კი 52-ე წუთზე ირაკლი მაჩხანელის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა თედო ზიბზიბაძემ დადო. მეკომ საკმაოდ რთული მდგომარეობად ზუსტად გარდასახა - 16:12.
ამის შემდეგ მეტოქეებმა თითო ჯარიმა დაარტყეს ზუსტად (მასპიძნელთაგან კვირიკაშვილმა) და ანგარიში 19:15 გახდა.
მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კარგი იერიში განახორციელეს მამუკა გორგოძემ და შალვა სუთიაშვილმა, თუმცა მიზნამდე სულ ცოტა დაგვაკლდა, ჯერ შერკინებიდან ვერ მივაღწიეთ მიზანს, შემდეგ კი საჯარიმოთი - რომელიც ტრადიციულად, მეკომ დაარტყა.
მიუხედავად ამისა, მატჩის ბოლო წუთებში ქართველმა მორგაბეებმა შეძლეს ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნება და ნოემბრის ტესტების პირველი შეხვედრის გამარჯვებით დასრულება.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტების მომავალ ორ მატჩს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს აშშ-სთან, 23 ნოემბერს კი სამოასთან გამართავს.
ამ ქართველმა ვაჯკაცებმა დაიმსახურეს და...მაინც ზოგადი დამოკიდებულება...
გახსოვდეს,ევროპაში ქართველი რაგბისტებით,ძლიერ ამაყობენ და თავაწეულები დადიან და საქართველოში...
აზრზე მოდის...ყველაფერი უნდა მიუზღვათ ყველას ისე,როგორც იმსახურებს...
ჩვენ გვსურს რ ა გ ბ ი !!!