"ბორჯღალოსნები" აშშ-ის ნაკრებთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებიან

AutoSharing Option
რუსთავის სარაგბო სტადიონზე საქართველოსა და აშშ-ის მორაგბეთა ნაკრებებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ქართველმა მორაგბეემა ანგარიშის გახსნა მე-5 წუთზე მოახერხეს. მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწიანურა - 3:0.

10 წუთის შემდეგ კი კვირკაშვილმა ლელოს გატანაც შეძლო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 14 წუთის შემდეგ "ბორჯღალოსნები" აშშ-ის ანგარიშით 10:0 უგებდნენ.

აშშ-ის ნაკრები მიღებული ლელოს შემდეგ გამოფხიზლდა და უკვე 21-ე წუთზე თავად შეძლო ლელოს დადება, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა - 10:5.

2 წუთში კვირკაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 13:5 გახადა. ამერიკელებმა
ანგარიშშში სხვაობა 26-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით შეამცირეს - 13:8.

პირველი ტაიმის მიწურულს აშშ-ის მორაგბეებმა ლელო დაგვიდეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 13:15. პირველი ტაიმი აშშ-ის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაფერი არ ეტყობა ჩვენს ნაკრებს რომ რამე შეცვალეს თამაშში,ძალიან ერთფეროვანი და უღიმღამო თამაში იყო,და ქართული მენტალიტეტის გამო წავაგეთ არ ვიცით ბოლომდე თამაში
rezo
15:42 16-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული