ქართველმა მორაგბეემა ანგარიშის გახსნა მე-5 წუთზე მოახერხეს. მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწიანურა - 3:0.
10 წუთის შემდეგ კი კვირკაშვილმა ლელოს გატანაც შეძლო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 14 წუთის შემდეგ "ბორჯღალოსნები" აშშ-ის ანგარიშით 10:0 უგებდნენ.
აშშ-ის ნაკრები მიღებული ლელოს შემდეგ გამოფხიზლდა და უკვე 21-ე წუთზე თავად შეძლო ლელოს დადება, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა - 10:5.
2 წუთში კვირკაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 13:5
პირველი ტაიმის მიწურულს აშშ-ის მორაგბეებმა ლელო დაგვიდეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 13:15. პირველი ტაიმი აშშ-ის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
სამწუხაროდ მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" მესამე ლელო მიიღეს, რის შემდეგ ამერიკელებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 13:22 გახადეს.
ქართველმა მორაგბეებმა ამერიკელთა ხაზის გარღვევა 65-ე წუთზე შეძლეს და დავით კაჭარავამ "ბორჯღალოსნებს" მნიშვნელოვანი ლელო მოუტანა, მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასხვა გაიტანა - 20:22.
შეხვედრის დასრულებიდან 5 წუთით ადრე "ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც მერაბ კვირიკაშვილმა ამჯერადაც გამოიყენა და საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა - 23:22.
სამწუხაროდ, ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე (87) მეტოქემ საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვა - 23:25.