გიორგი ნიჟარაძე: რა კომენტარი უნდა გავაკეთო...

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ აშშ-ის ნაკრებთან (23:25) ტესტ-მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პრაქტიკულად მოგებული თამაში წავაგეთ მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვკითხეთ მსაჯს თამაშის დრო დასარულებული იყო თუ არა... რა კომენტარი უნდა გავაკეთო",
- თქვა ნიჟარაძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" აშშ-ისთან ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩი რუსთავის სარაგმო მოედანზე ჩაატარეს და არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე დამარცხდნენ. მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები 23 ნოემბერს გამართვას.

ასევე იხილეთ:
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აშშ-ისთან დამარცხდა [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
არაუშავს ბატონო გია, თქვენი თავი გვიმყოფოს ღმერთმა კარგად... ბევრჯერ დამიწერია, ჰიმნიდან ბოლო წუთამდე მეამაყება თქვენი თამაშის ყურება... წარმატებებს გისურვებთ სამოასთან თამაშში.
PARFIUMER
09:17 18-11-2013
0
ბატ გია , მე ვიყავი თამაშზე და ბოლო წუთებში როცა წავაგე ტვალს ვერ გაშორებდით და გული მიკვდებოდა თქვენს რეაქციაზე, ეს იყო არა მარტო რაგბიზე არამედ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის რეაქცია , რომელსაც ასეც წყუროდა თავისი ქვეყნის წარმატება, მადლობა ყველაფრისთვის რაც ქართული რაგბისთვის გააკეთეთ და გააკეტებთ კიდევ მრავალი წელიწადი, მე მორაგბის დედა ვარ და გულწრფელად გეტყვით არასდროს ყოლია რაგბის ფედერაციას თქვენნაირი პრეზიდენტი და გულშემატკივარი, ჯერ მარტო ეროვნული ჩემპიონატი როგორ დაიხვეწა და რა საინტერესო გახდა. მოკლედ სიტყვა გამიგრძელდა დიდი მადლობა ყველაფრისთვის , წინ კიდევ ზალიან ბევრი გამარჯვება სიხარული გველოდება ჩვენი ყველაზე საამაყო რაგბისტებისგან, დიდებისგან ტუ მომავალი ტაობებიდან
fatib
13:22 18-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული