მილტონ ჰეიგი გვპირდება: "ბორჯღალოსნები" სამოასთან თავდაჯერებულნი გავლენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩს სამოას ნაკრებთან 23 ნოემბერს გამართავს.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლიაციას I არხი განახორციელებს.

22 ნოემბერს გუნდებმა კაპიტნის ვარჯიშები და წინასამატჩო პრესკონფერენციები გაიმართა.

სამოას ნაკრები მინდორს დილით გაეცნო, ხოლო "ბორჯღალოსნებმა" ნაშუადრევს ივარჯიშეს.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, სთივენ ბითემმა განაცხადა, რომ უდაოდ რთული მატჩი ელით გუნდთან, რომელიც თავისი ფიზიკური ძალითა და ძლიერი შერკინებით გამოირჩევა.

Sportall.Ge

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს საქართველოს ნაკრებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა
მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან საქართველოს ნაკრები თავდაჯერებული გავა მოედანზე და არაფერია შეუძლებელი.

მან ასევე დაამატა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაცვაში თამაშს, ვინაიდან სამოას ნაკრებს მრავლად ჰყავს მოთამაშეები, რომლებიც მოწინააღმდეგის ხაზს საკმაოდ კარგად ჭრიან.

Sportall.Ge

საქართველოსა და სამოას ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან - 2003 წელს ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამოამ "ბორჯღალოსნები" 46:6 დაამარცხა.

საქართველო:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კოპ.), 8. გიორგი ჩხაიძე.

სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური.

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

სამოა:
15. ფაჰატოინა აუტანგავაია, 14. ალაპაატი ლეიუა, 13. ისაია ტუიფუა, 12. ჯონი ლეოტა, 11. ბრანდო ვაჰაულუ, 10. ტუსიატა პისი, 9. კაენ ფოტუალიჰი (კაპ.); 1. საკარია ტაულაფო, 2. ტიჰი პაულო, 3. ჯეიმს ჯონსთონი, 4. პიულა ფაასალელე. 5. ტეოფილო პაულო, 6. ოფისა ტრევირანუსი, 7. ჯეკ ლემი, 8. ფაიფილი ლევავე.

სათადარიგოები: 16. უეინ ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. ენთონი პერენისე, 24. ჯო ტეკორი, 20. ტაიასინა ტუიფუა, 21. ჯერემი სუჰა, 22. სინოტი სინოტი, 23. კენ პისი.

მთავარი მწვრთნელი: სთივენ ბითემი

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
"დაცვას მიხედე ფეოლა(მელიტონ)დაცვას!"
თუ დაცვაში, რაქში და დერეფანში კარგად ვითამაშებთ, მოგების შანსი არის.
რა გახდა ბოლოს და ბოლოს,მთელი სამოა ჩვენი დუშეთის ხელაა – ერთი კარგად ჩავისუნთქოთ და ხინკალივით შევირგოთ!
მარბიელი
04:30 23-11-2013
0
მოაშორეთ პირველი არხის კომენტატორები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
vvvv
02:13 23-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული