საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა IRB-ის რეიტინგში მე-16 პოზიცია დაიბრუნა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ჩატარებული საერთაშორისო ტესტ-მატჩების შემდეგ რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს ახალი ზელანდიის ნაკრები 93,81 ქულით და თითქმის 6 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან სამხრეთ აფრიკას.

"ბორჯღალოსნებმა" სამოასთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით 1,9 სარეიტინგო ქულა დაიმატეს და კვლავ დაიბრუნეს მე-16 ადგილი.

რუმინეთი ერთი საფეხურით დაქვეითდა, რომელმაც ბუქარესტში წააგო ფიჯის ძლიერ ნაკრებთან - 6:27.

ფიჯელებმა მშვენივრად ჩაატარეს შემოდგომის ტესტ-მატჩები და მეთერთმეტე პოზიციამდე აღზევდნენ, იტალია კი მეცამეტე საფეხურამდე დაეშვა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"საქართველო ევროპის ერთა თასისთვის გადაზრდილია!"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მადლობა ბიჭებს, და რა გახდა ეს მაკარონშიკი იტალია, რომ ვერ მოვუგეთ ამდენი ხანი.. ოხ, მაგათი..
giorgi3
16:49 27-11-2013
0
ანუ, ამერიკასთან რომ მოგვეგო, კანადას გადავასწრებდით თუ ვერ?
ზურა
15:35 27-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული