ამის თქმის საფუძველს ირლანდიურ ვებ გვერდზე www.rte.ie გავრცელებული ინფორმაცია გვაძლევს.
მოკლე წერილში ნათქვამია, რომ "სამყურები" პირველ შეხვედრას 8 ნოემბერს მრისხანე სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავს, ერთი კვირის თავზე კი, მეორე დონის ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესოს ეთამაშებაო.
მაშასადამე, თუ საქართველოს ნაკრები 2014 წლის ერთა თასზე, რომელიც იმავდროულად 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, პირველ
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ირალნდიის ეროვნულ გუნდთან აქამდე სამჯერ უთამაშია. ორჯერ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე და ერთხელ ფინალურ სტადიაზე 2007 წელს.
სამივეჯერ გამარჯვება "სამყურებს" დარჩათ. ჩვენი გუნდის კიდევ ორი მეტოქის ვინაობა, სწორედ ერთა თასის გათამაშების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მანამდე კი, "ბორჯღალოსნები" ივნისში "თბილისის თასზე" იასპარეზებენ, სადაც ჩვენი მეტოქეები იტალიისა და არგენტინის A ნაკრებები იქნებიან. მესამე მეტოქის ვინაობა მოგვიანებით დადგინდება. ის სავარაუდოდ ესპანეთის ან პორტუგალიის ეროვნული ნაკრები იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"