ბელგიის ნაკრებში ქართველი მორაგბე ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში ბელგიის ეროვნული გუნდი იქნება.

"შავი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ მაკკლინტოკმა იმ 24 მორაგბის სია გააცხადა, რომლებიც 1-ელ თებერვალს თბილისში "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა რიგებში გამოჩნდა ახალგაზრდა ქართული წარმოშობის გარემარბი თორნიკე მეგრელიძე.

ქართველი მორაგბეების ნატურალიზება ერთა თასის გათამაშებაში მონაწილე ნაკრებებისთვის დიდი ხანია "მოდაში შემოვიდა".

ერთადერთი გუნდი, სადაც წარმოშობით ქართველები არ თამაშობენ, პორტუგალიის ნაკრებია. აი, იმ მოთამაშეების სია, რომლებიც ჩვენი მეტოქეების ღირსებას იცავენ: დავით გურგენიძე (ესპანეთი), ვალერი ცნობილაძე, გრიგოლ ცნობილაძე, ვასილ კვერნაძე (რუსეთი),
ოთარ ტურაშვილი (რუმინეთი).

ბელგიის ნაკრებში 24 მორაგბიდან 13 ფრანგული კლუბების წარმომადგენელია. როგორც აღმოჩნდა, ბელგიელები საკმაოდ სერიოზული გუნდების კვართებით ასპარეზობენ. ესენია: "პერპინიანი", "აჟენი", "მეტრო რასინგი", "ლილი", "კოლომიე" და "პო".

შარშანდელი შემადგენლობიდან "შავ ეშმაკებს" დააკლდებათ: ტიბო ანდრე, კარლოს პიერო და ჩარლი ფურნო, რომლებმაც სანაკრებო კარიერა დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება 1-ელ თებერვალს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება.

ბელგიის ნაკრები
პირველი ხაზი: ალექსის კუფოლო (კარკასონი), ტომას დინსტი (ლილი), მაქსიმ ჟადო (პო), ჟულიენ მასიმი (ოსერი), ალაინ მირიალაკისი (ვორათაზი), ბასტიან ვერმეილენი (ბუატსფორტი).
მეორე ხაზი: კირილ ნანაი ნჟილემი (ანდერლეხტი), ბრიუს ფრატორი (ლა უპლე), პიერ ჰედრიქსი (ბუატსფორტი).
მესამე ხაზი: ჟულიენ მორელი (ბასტია), დენის ეპე, მაიკლ დე მოლდერი (ორივე - ბუატსფორტი), ტომას დე მოლდერი (პო).
#:9: ჰებდრიკ ბრაუერი (მეტრო რასინგი), სებასტიან გუნსი (ბუატსფორტი).
#10: კრისტოფერ ბრაუნი (სენ რაფაელი), ფლორენ დებატი (სუაგნისი).
#12-13: იენს ტორფსი (პერპინიანი), გილემ პირონი (კოლომიე), გილემ ბრებანტი (ბუატსფორტი).
#11-14: თორნიკე მეგრელიძე (სუაგნისი), მარკ ჩაენგი (პერპინიანი).
#15: ალან ვილიამსი (კონიაკი), სილვიან როსი (აჟენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
gkhabe -ს

რა ვქნა, ჩემი სხვსთვის არ მემეტება - თუმცა წარმატება თითოეულს მიანც მინდა, რომ ვსურვო.
რამდენადაც მახსოვს ვაკოს, გიას და ვასკას საქართველოს წინააღმდეგ არც უთამაშიათ, ვერც სთხოვენ - უბრალოდ არ თამაშობენ, პატივისცემას იმსახუერბს ეს ჟესტი.
GiorgiG83
12:38 17-01-2014
0
გიორგი ქართულ სარაგბო რეალობაში ფინანსურ მდომარეობასთან ნაკლებად აქვს კავშირი იმას რომ ქართველი მორაგბეები ერთა თასის სხვა ნაკრებებში გამოდიან.ეს ისეთი მორაგბეები არიან ძირითადად ვინც საქართველოს ნაკრებში კონკურენციას ვერ გაუძლებენ ანუ მოხვედრის შანსი არ აქვთ.მაგრამ აი გარემარბს რაც შეეხება ჩვენც ჰაერივით გვჭირდება და თუ მართლა კარგი ბიჭია იქნება გადმოვიბიროთ.
gkhabe
12:08 17-01-2014
0

სიახლეები პოპულარული