დავაგემოვნოთ ბელგიური შოკოლადი - ჩვენი საბრძოლო რაზმი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის წლევანდელ გათამაშებას, რომელიც იმავდროულად, 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრეა, ბელგიის ნაკრებთან საშინაო დაპირისპირებით იწყებს.

"ბორჯღალოსნები" პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზე არიან და ყველაფერს იღონებენ, რათა ეს პოზიცია შეინარჩუნონ.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი გააცხადა.

ტრავმების მოშუშების შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ პირველხაზელი ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი) და მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).

ნაკრებს აშშ-ისა და სამოას ნაკრებებთან გამოტოვებული მატჩების შემდეგ დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი (არმაზი).

ჩვენმა გუნდმა ბელგიელებთან მატჩისთვის მზადება
ორშაბათს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყო და 1-ელ თებერვალს ამავე ბაზაზე კაპიტნის ვარჯიშით დაასრულებს.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

სამწუხაროდ, ტრავმების გამო დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), მამუკა გორგოძე (მონპელიე) და ვასილ კაკოვინი (ტულუზი) დაგვაკლდნენ. დაშავებულია და ბელგიელებთან არ ითამაშებს შუამარბი თედო ზიბზიბაძე (პერიგო). ერთი კვირის თავზე პორტუგალიელებთან მატჩისთვის ის მწყობრში იქნება.

ბელგიელები თბილისში 31 იანვარს, გამთენიისას ჩამოვიდნენ და კაპიტნის ვარჯიშს 17 საათზე "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართავენ. ბელგიის ნაკრებში 24 მორაგბიდან 13 ფრანგული კლუბების წარმომადგენელია.

როგორც აღმოჩნდა, ისინი საკმაოდ სერიოზული გუნდების კვართებით ასპარეზობენ. ესენია: "პერპინიანი", "აჟენი", "მეტრო რასინგი", "ლილი", "კოლომიე" და "პო".

შარშანდელი შემადგენლობიდან "შავ ეშმაკებს" დააკლდებათ ტიბო ანდრე, კარლოს პიერო და ჩარლი ფურნო, რომლებმაც სანაკრებო კარიერა დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა რიგებში გამოჩნდა ქართული წარმოშობის ახალგაზრდა გარემარბი თორნიკე მეგრელიძე.

სტუმრების მოტივაცია, ცხადია, იგივე იქნება, რაც ერთი წლის წინათ. ისინი ყველანაირად ეცდებიან ერთა თასის ფავორიტს და ლიდერს, საქართველოს ნაკრებს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან.

ისინი არც პრემიალური ქულის მოპოვებით იქნებიან უკმაყოფილონი, რომელიც დამარცხებულს შვიდი და ნაკლები ქულით წაგებისთვის ენიჭება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება 1-ელ თებერვალს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" 15 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

იხილეთ "ბორჯღალოსნების" ვარჯიშის ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე 20. ვიქტორ კოლელიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

ბელგიის ნაკრები
პირველი ხაზი: ალექსის კუფოლო (კარკასონი), ტომას დინსტი (ლილი), მაქსიმ ჟადო (პო), ჟულიენ მასიმი (ოსერი), ალაინ მირიალაკისი (ვორათაზი), ბასტიან ვერმეილენი (ბუატსფორტი).
მეორე ხაზი: კირილ ნანაი ნჟილემი (ანდერლეხტი), ბრიუს ფრატორი (ლა უპლე), პიერ ჰედრიქსი (ბუატსფორტი).
მესამე ხაზი: ჟულიენ მორელი (ბასტია), დენის ეპე, მაიკლ დე მოლდერი (ორივე-ბუატსფორტი), ტომას დე მოლდერი (პო).
#:9: ჰებდრიკ ბრაუერი (მეტრო რასინგი), სებასტიან გუნსი (ბუატსფორტი).
#10: კრისტოფერ ბრაუნი (სენ რაფაელი), ფლორენ დებატი (სუაგნისი).
#12-13: იენს ტორფსი (პერპინიანი), გილემ პირონი (კოლომიე), გილემ ბრებანტი (ბუატსფორტი).
#11-14: თორნიკე მეგრელიძე (სუაგნისი), მარკ ჩაენგი (პერპინიანი).
#15: ალან ვილიამსი (კონიაკი), სილვიან როსი (აჟენი).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 5 4 1 0 +74 19
2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19
3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14
4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7
5. ბელგია 5 0 1 4 -39 5
6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5

ერთა თასი
1-ლი თებერვალი
საქართველო-ბელგია

8 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო

22 თებერვალი
საქართველო-რუსეთი

8 მარტი
ესპანეთი-საქართველო

15 მარტი
საქართველო-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი შკინინი: ბელგიასთან მატჩი საინტერესო გამოვა

მერაბ შარიქაძე: ახალი ციკლის დაწყება და პირველი შეხვედრის ჩატარება ყოველთვის გვიჭირს

დავით ქუბრიაშვილი: ბელგიაში მომხდარ ჩხუბს თბილისში გაგრძელება არ მოჰყვება
"ბორჯღალოსნებმა" ბელგიასთან მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართეს [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა (დავით ზირაქაშვილი, მამუკა გორგოძე, ვასილ კაკოვინი და თედო ზიბზიბაძე) შემადგენლობა მაინც საბრძოლოა:
სასიამოვნოა, რომ შერკინების პირველ ხაზში ასეთი კონკურენცია გვაქვს - ნებისმიერი სერიოზულ ძალას წარმოადგენს.
მეორე ხაზიც ასევე სტაბილური და ძლიერია, მესამე ხაზი ტრადიციულად მრავალფეროვანი ვარიაციების საშუალებას იძლევა : დიმიტრი ბასილაიაზე დიდ იმედებს ვამყარებ და მინდა რომ ერთ-ერთ უცვლელ ლიერად წარმოაჩინოს თავი.
აბუს შემდეგ 9 ნომერი პრობლემა მგონი მატჩიდან მატჩამდე გვარდება და პირიქით - პროგრესირებს კიდეც. იმედია მეკო ისევ გამოავლენს ლიდერის თვისებებს. ფლანგებზე სტაბილურობას თუ სიმწვავეც შეემატება ხომ უკეთესი :)
ფულბექზე და პირველ მგეზავზე ასევე სასიხარულოა კონკურენცია და იმედია მალე კონკურენცია ისეივე იქნება როგორც 1 და 3 ხაზში, იგივეს ვისურვებდი შუამარბის პოზიციაზე, წლების წინ შუამარბი ნაკლებად იტვირთებოდა ნაკრებში, დღეს ბევრად დაიტვირტა და მნიშვნელობა შეემატა. მეორე მგეზავი ალაბთ ყველაზე პერსპექტიული თუმცა უკვე ჩამოყალიბული პროფესიონალია გუნდში.
ასე, რომ ამ გუნდით თავისუფლად უნდა დავამარცხოთ ბელგიაც და პორტუგალიაც.

GiorgiG83
12:30 31-01-2014
0
კი ვნახეთ ვარჯიშიც და ის მესიამოვნა, რომ მინდორი მწყობრში იყო. მინდა იმედი ვიქონიო რომ თავად თამაშამდეც სტადიონის მესვეურენი მოედანს სათამაშო კონდიციებში იქონიებენ. თუმცა აქვთ თუ არა სპეციალური გადასაფარებლები ეგეც არ ვიცი. არადა ეგეთები ვითომ წვრილმანებია? მარტო ბიჭებმა უნდა დადონ თავი სტადიონზე? თამაშის ხარისხი ხომ სათამაშო მინდორზეც დიდადაა დამოკიდებული? ვნახავ 1 თებერვალს, ძალიან მაინტერესებს ეგ მომენტიც
რეზო
13:22 31-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული