მერაბ შარიქაძე: ახალი ციკლის დაწყება და პირველი შეხვედრის ჩატარება ყოველთვის გვიჭირს

AutoSharing Option
29 იანვარს "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ერთა თასის ფარგლებში, ბელგიის ეროვნულ გუნდს ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლებს.

ვარჯიშის შემდეგ მოახლოებულ მატჩზე კომენტარი ჩვენი ნაკრების წევრმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა.

"ახალი ციკლის დაწყება და პირველი შეხვედრის ჩატარება ყოველთვის გვიჭირს ხოლმე. ადვილად არაფერი გამოდის, თან სტარტზევე საკმაოდ სერიოზული მეტოქე გვყავს - ბელგია.

მეტოქემ წინა თამაშიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამიტომაც მოდუნება არ შეიძლება."


იხილეთ ბელგია-საქართველოს მატჩზე მომხდარი ჩხუბის ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე
იხილეთ:

დავით ქუბრიაშვილი: ბელგიაში მომხდარ ჩხუბს თბილისში გაგრძელება არ მოჰყვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული