რუმინეთის ნაკრები: "მუხის ფოთლები" მძლავრად აშრიალდნენ

AutoSharing Option
"მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა.

მასპინძლები ბრძოლისთვის ყოველმხრივ მომზადებულნი იყვნენ. "სტეჟარის" შანსი ჰქონდა, საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებთან სამმატჩიანი წარუმატებელი სერია შეეწყვიტა და ერთა თასს დაუფლებოდა.

ამის გარდა, გამარჯვებული "ანთიმოზ ივერიელის" თასსაც დაისაკუთრებდა და 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებას კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდებოდა.

ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რამდენად დიდი იყო ამ მატჩის მნიშვნელობა.

გამარჯვებულს ყველაფერი, დამარცხებულს კი არაფერი რჩებოდა. ფრე ასეთ შემთხვევაში მასპინძლებისთვის ოდნავი ნუგეში იყო, რადგან მარცხს ყველა შემთხვევაში სჯობდა, თუმცა ორივე თასი
საქართველოს ნაკრებს დარჩა.

მსოფლიოს თასის გათამაშებასთანაც უფრო ახლოს ჩვენი გუნდია, რადგან ორივე კონკურენტს, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებებს, "ბორჯღალოსნები" მომავალ წელს თბილისში მიიღებენ."

რუმინეთი-საქართველო 9:9 - ერთა თასი ისევ ჩვენია!


ასე იწყებოდა "ლელოს" რეპორტაჟი შარშანდელ ერთა თასის გათამაშებაში ბუქარესტში გამართული საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩის შესახებ. ის მატჩი ფრედ, 9:9 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფრე პირველად დაფიქსირდა ამ გუნდების მრავალწლიან დაპირისპირებაში.

რუმინელთა გუნდი წლევანდელ გათამაშებაში "ბორჯღალოსნების" ბოლო, მეხუთე მეტოქეა.

"სტეჟარის" 15 მარტს თბილისში ვუმასპინძლებთ და, სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში გადაწყდება ერთა თასის მფლობელიც და მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში პირველ ადგილზე გასულიც.

მას შემდეგ, რაც "მუხის ფოთლების" სათავეში უელსელი სპეციალისტი ლინ ჰოულსი მივიდა, გუნდმა კრიზისი დასძლია. ახალი მწვრთნელი თამამად ენდობოდა ახალგაზრდა მორაგბეებს, ექსპერიმენტებისაც არ ეშინოდა და "სტეჟარიმ" ნელ-ნელა თამაში დაალაგა. ვერ ვიტყვით, რომ უელსელმა მწვრთნელმა რუმინელებს უელსური სტილი ასწავლა. არა, პირიქით. მან აქცენტი არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე გააკეთა. შედეგად, "მუხის ფოთლების" შერკინება ახლა უკანა ხაზზე გაცილებით ძლიერია.

ცხადია, თამაშის ეს სტილი ერთა თასზე ჭრის, თუმცა არც უფრო მაღალი დონის გუნდების დამარცხებისთვის გამოდგა ურიგო. ნოემბრის ტესტებზე რუმინელებმა კანადისა და ტონგას ნაკრებების დამარცხება შეძლეს, ფიჯისთან კი ძალები აღარ ეყოთ და უშანსოდ დამარცხდნენ.

"სტეჟარი" არჩეულ კურსს არც ამჟამად ღალატობს. ერთა თასის წლევანდელი გათამაშების პირველ ტურში რუმინეთის ნაკრებმა კლუჟში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 24:0 დაამარცხა.

ლინ ჰოულსის ნაკრებში ვერ მოხვდა წარმოშობით ქართველი შერკინების კვაჭი ოთარ ტურაშვილი (ფარული), რომელიც რუმინული პრესის აღიარებით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ნოემბრის ტესტებზე. საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში დაშავდა და ნაკრებს ვერაფრით დაეხმარება მეორეხაზელი ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი).

განაცხადში ვერ მოხვდნენ ასევე პეტრუ ტამბა, კონსტანტინ პრისტავიტა და ვეტერანი ოვიდიუ ტონიცა.

მეორე ტურის მატჩს რუმინელები 8 მარტს სტუმრად გამართავენ რუსეთის ეროვნულ გუნდთან. თამაში კრასნოდარში გაიმართება. რუსები ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს თასისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

რუმინეთი-საქართველო 9:9
რუმინეთი (15-9) ფერკუ, აპსოტოლი (ნიაკშუ 71), დესკალუ (გალი 47), ვლაიკუ, მატეი, დიმოფტე, სურუჯუ. (1-8) ლაზარი (პუნეგა 74), რადოი (კაპატანა 71), იონი (ა. ურსაკე 50), ურსაკე, სირბე (კოსტე 63), ლუკაჩი (მიტუ 76), მაკოვეი, კარპო.
3ს: ვლაიკუ.
სინბინი: ვლაიკუ.
საქართველო (15-9) ხმალაძე, მჭედლიძე, ზიბზიბაძე, შარიქაძე (კაჭარავა 19), მაჩხანელი, კვირიკაშვილი, ბეგაძე (ხუციშვილი 76). (1-8) კაკოვინი (ჟვანია 68), ბრეგვაძე (ნატრიაშვილი 49), ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილი 49), ჩხაიძე (დათუნაშვილი 50), მიქაუტაძე (სუთიაშვილი 54), კოლელიშვილი, გორგოძე, ბასილაია.
3ს: კვირიკაშვილი
სინბინი: სუთიაშვილი.
მსაჯი: იან დევისი (უელსი)

რუმინეთის ნაკრები ამჟამად
შერკინება: პაულიკა იონი (პერპინიანი), მიჰაიტა ლაზარი, ვლად ნისტორი (ორივე-კასტრი), ანდრეი ურსაკე (კარკასონი), ჰორაციუ პუნგეა (ჰლანეჰლი), ანდრეი რადოი (ეალინგ ტრაილფრინდელსი), ფლორინ ბარდასუ (ბაია მარე), ეუგენ კაპატანა, ვალენტინ პოპირლანი, სტელიან ბურეა (სამივე-ტიმიშოარა), მარიუს სირბე (ტარბი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), კრისტიან მუნტეანუ (უესერპე), მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ალექსანდრუ მიტუ (ბუქარესტი).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), კიპრიან კაპლესკუ, ფლორინ ვლაიკუ, ადრიან აპოსტოლი, კლაუდიუ ნეაგუ (ფარული), გეორგ ოპრეა, ჩაბა გალი, კრისტიან დინისი (ბაია მარე), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ, კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა), ფლორინ იონიცა, იონუც დუმიტრუ (სტიაუა), დორინ მანოლე (ორტეზი).

ერთა თასი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 +35 5
2. რუმინეთი 1 1 0 0 +24 4
3. რუსეთი 1 1 0 0 +3 4
4. ესპანეთი 1 0 0 1 -3 1
5. პორტუგალია 1 0 0 1 -24 0
6. ბელგია 1 0 0 1 -35 0

მსოფლიოს თასის შესარჩევი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 6 5 1 0 +109 24
2. რუმინეთი 6 5 1 0 +73 23
3. რუსეთი 6 4 0 2 -3 18
4. პორტუგალია 6 1 1 4 -45 7
5. ესპანეთი 6 0 2 4 -60 6
6. ბელგია 6 0 1 5 -74 5

II ტური
8 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
ესპანეთი-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფაქტია, რომ რუმინელთა შერკინება ბევრი არაფრით ჩამოუვარდება ჩვენსას, შეიძლება ინდივიდუალურად უკეთ ვართ მომზადებულები მარგამ თამაშის ორგანიზების მხრივ იქნებ პირიქითაც - რაც გამოჩნდა რუმინეთში, როდესაც განეიტრალდა ჩვენი შერკინება და ამის გამო ვერ მოვიგეთ ის მატჩი.
ბესის მოწვევის შემდეგ გამოიკვეთა ერთი ტენდენცია, შერკინების როლი გადასხვაფერდა - დღეს ჩვენი შერკინება მარტო შეტევით ან დაცვით კი არ აის დაკავებული, არამედ მოწინააღმდეგის თამაშის ჩახურვით და სათამაშო ხაზის მაქიმალურად აწევით, რაც უნდა იყოს გარანტი იმ ჩანაფიქრის რაც აქვს ჰეიგს - თამაშში დომინირება შეძლოს უკანა ხაზმა ხელდახელ ბურთაობით. იმიტომ რომ ხაზი ვერ მოქმედებს ორ შემთხვევაში თუ არის უბურთოდ - ეს მაშინ როდესაც მოწინააღმდეგის 6-7-8 ნომრები ბოჭავენ შემტევის 9-10-12 ნომრებს და როდესაც თავად (9-10-12) არიან დაცვაში თამაშით დაკავებულები, როდესაც მოწინააღმდეგის შეტევის ხაზს ვერ უმკლავდება შერკინება (სამივე ხაზი) და ხაზის გამჭრელები.
იმედი ვიქონიოთ რომ ჩვენი ბიჭები სწორედ ამ დავალებაზე იქნებიან ორიენტირებულები და ამ დავალებას გაართმევენ თავს, ამის შემდეგ დიდი სივრცე რჩება მანევრისტვის უკანა ხაზს. ამ მხრივ ბელგიაც და რათქმაუნდა პორტუგალია კარგი სპარინგპარტნიორია, რუმინეთთან მოსამზადებელ გზაზე.
GiorgiG83
13:53 05-02-2014
0
ღადაობთ ტო?.. ))) ნახეთ რას წერს რუსების ტრენერი - მარტო ამის გამო უნდა დავსაჯოთ - 22 მორაგბეს + 80,000 გულშემატკივარი სტადიონზე და 3,400,000 სტადიონს გარშემო

იმენნა ყველა სტადიონზე !!!
ღირსების საკითხია სხვა არაფერი...


კომენტარი:
"2013 წელს, როდესაც საქართველოსთან დავმარცხდით, ყველა, ქართველების ჩათვლითაც აღნიშნავდა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. შვიდი გამოსაყენებელი ჯარიმა ვერ გავიტანეთ, რამაც ჩვენზე იმოქმედა. აქედან გამომდინარე, თუ ასე თამაში გავაგრძელეთ და შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენეთ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს"."
GIORGIG83
14:01 05-02-2014
0

სიახლეები პოპულარული