პორტუგალია VS საქართველო - მეტოქე პრესტიჟის აღდგენას შეეცდება [PHOTO]

AutoSharing Option
8 თებერვალს "ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასის წლევანდელი გათამაშების მორიგ მატჩში გასვლაზე პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი, თბილისის დროით 19:00 საათზე შემოგვთავაზებთ.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, წუხელ გამოქვეყებულ გუნდის 23 კაციან შემადგენლობაში ერთი ცვლილება განხორციელდა:

მარქაფაში ბექა წიკლაურმა და თამაზ მჭედლიძემ ადგილები გაცვალეს. ამრიგად მატჩისათვის "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა ასე გამოიყურება:

შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიტო კოლელიშვილი,
7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმა ბასილაია

ღერძი
9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი

11. გიორგი შკინინი, 12. თედორე ზიბზიბაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ), 15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე

მოსამზადებელი პერიოდი და კაპიტნის ვარჯიში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლისაბონში ორშაბათს ჩავიდა, სადაც 8 თებერვლის მატჩისათვის მზადებას გადის. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა საორგანიზაციო ხასიათის პრობლემებს, რომელთა გადაწყვეთა ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობას მოუწია.

"ბორჯღალოსნებმა" 7 თებერვალს "ესტადიუ უნივერსიტარიუზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს. ილია მაისურაძის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელის განცხადებით, "ბიჭები" მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან და დღევანდელმა ვარჯიშმაც საკმაოდ კარგად ჩაიარა -

"ცოტაოდენი პრობლემები ამინდის გამო შეგვექმნა. ორი დღის განმავლობაში ძლიერად წვიმდა და შესაბამისად მძიმე მოედანზე ვივარჯიშეთ. გუშინ და დღეს კი სრულფასოვანი ვარჯიში გამოგვივიდა.

რაც შეეხება მერაბ შარიქაძეს, მან ბელგიასთან მცირე დარტყმა მიიღო ბარძაყის არეში, რომელმაც თავი აქ, მძიმე მოედანზე ვარჯიშისას იჩინა. საშიში არაფერია, კუნთის მცირედი დაჭიმულობა აქვს. ამ მდგომარეობაში თამაში შესაძლებელია, მაგრამ ვინაიდან წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს გასამართი რუსეთის, ესპანეთის და რუმინეთის ეროვნული ნაკრები გუნდების წინააღმდეგ, სამწვრთნელო შტაბმა არ გავრისკეთ და ბუკას დასვენება ვარჩიეთ."


ირაკლი მაჩხანელი, "ბორჯღალოსნების კაპიტანი": "ძალზედ რთული მატჩი გველის. პორტუგალიაში გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. რუმუნეთთან მშრალზე წაგების შემდეგ, პორტუგალიელები ჩვენთან, ერთა თასის ლიდერებთან ეცდებიან თავიანთი პრესტიჟის აღდგენას.

გარდა ამისა, მასპინძლები ხასიათიანი ბიჭები არიან და ბოლომდე შეგვასკდებიან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ რომ მოახლოებულ შეხვედრაში ადვილი გასეირნება ნამდვილად არ მოგველის.

გუნდის მდგომარეობას რაც შეეხება, როგორც ყოველთვის განწყობა გვაქვს საბრძოლო და არ ვაპირებთ მოწინააღმდეგეს რამე დავუთმოთ".


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
გისურვებთ გამარჯვებას.თაზო ჯიგარი ხარ წარმატებები!!!
zviadi
15:27 08-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული