"ბორჯღალოსნები" სტუმრად პორტუგალიას პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ

AutoSharing Option
8 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასზე წლევანდელი გათამაშების მორიგ მატჩს სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან მართავს.

შეხვედრაში, რომელიც ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე მიმდინარეობს, პირველი ტაიმის შემდეგ მილტონ ჰეიგის შეგირდები იმარჯვებენ - 17:3.

ანგარიში მასპინძლებმა მე-3 წუთზე გახსნეს. უწყინარ სიტუაციაში მეტოქემ საჯარიმო მოიპოვა, რომლის გატანაც არ გასჭირვებია, თუმცა გათანაბრება "ბორჯღალოსნებმა" მალევე შეძლეს. ეს მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა მოახერხა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ზუსტად დაჰკრა - 3:3.

ამის შემდეგ "მეკოს" საჯარიმოს დარტყმის შესაძლებლობა ზედიზედ სამჯერ (მე-16, 21-ე და 27-ე წუთებზე) კიდევ მიეცა და
მანაც დაკისრებულ მისიას თავი სამივეჯერ ბრწყინვალედ გაართვა, რითაც საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა - 12:3.

33-ე წუთისთვის კვირიკაშვილმა უკვე არეკნით სცადა ანგარიშში სხვაობის გაზრდა, თუმცა საკმაოდ შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადებაც მოახერხა - შერკინების შემდეგ ბურთი თედო ზიბზიბაძემ აიტაცა და პორტუგალიელთა ჩათვილის მოედანში დადო. კვირიკაშვილს რეალიზაცია არ გამოუვიდა და ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 17:3 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების 23-კაციანი გუნდი:
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიტო კოლელიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმა ბასილაია, 9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე, 11. გიორგი შკინინი, 12. თედორე ზიბზიბაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ), 15. მერაბ კვირიკაშვილი.

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული