ერთა თასის გათამაშებაში სტუმრად პორტუგალიის ნაკრების დამარცხების გამო საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში მონაგარს 0,5 ქულა შესძინა.
თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ კლასიფიკაციაში ჩვენ წინ მდგომი კანადის ნაკრებისთვის გაგვესწრო, რომელიც 70,75 ქულით მე-15 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებს" 69,57 ქულა აქვთ და მე-16 ადგილზე არიან. რუსებს კი, რომლებსაც თბილისში 22 თებერვალს ვეთამაშებით, 61,20 ქულით მე-19 საფეხური უჭირავთ.
მსოფლიოს კლასიფიკაცია1. ახალი ზელანდია - 93,81 2. სამხრეთი აფრიკა - 89,34 3. ავსტრალია - 86,88 4. ინგლისი - 85,18 5. საფრანგეთი -
82,05 6. ირლანდია - 81,05 7. უელსი - 79,10 8. სამოა - 77,34 9. არგენტინა - 76,44 10. შოტლანდია - 75,26 11. ფიჯი - 74,21 12. ტონგა - 73,21 13. იტალია - 73,13 14. იაპონია - 72,06 15. კანადა - 70,75
16. საქართველო - 69,57 17. რუმინეთი - 68,66 18. აშშ - 67,41 19. რუსეთი - 61.20 20. ურუგვაი - 60,77 21. ესპანეთი - 59,71 22. პორტუგალია - 58.88 23. ნამიბია - 58,79 24. კორეა - 58,10 25. ჰონგ კონგი - 56,35 26. გერმანია - 56,20 27. ჩილე - 55,44 28. ბელგია - 55,39.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:
პორტუგალია-საქართველო 9:34 - მითი დაიმსხვრა [VIDEO+PHOTO]