ინფორმაცია საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით

AutoSharing Option
2014 წლის ევროპის ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორიგ საშინაო მატჩამდე ერთი კვირა რჩება.

22 თებერვალს, ქართველი "ბორჯღალოსნები" რუს "დათვებს" "დინამო არენაზე" უმასპინძლებენ. მატჩის დასაწყისი 17:00 საათზე.

საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი მორიგი თბილისური შეხვედრის ბილეთები 17 თებერვლიდან (ორშაბათი) გაიყიდება. ბილეთების გაყიდავა მხოლოდ "დინამო არენის" სალაროებში იწარმოებს და მათი შეძენა ყოველდღიურად, დილის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით,
ჩვენი ბიჭების ყველა ქომაგს მოგმართავთ, რომ 22 თებერვალს მობრძანდეთ სტადიონზე, ყველა მხარში დავუდგეთ "ბორჯღალოსნებს" და სარაგბო ტრადიციებიდან გამომდინარე, პატივი ვცეთ ჩვენს მოწინააღმდეგეს და მათ გულშემატკივრებს.

რაგბი ჩვენი თამაშია!

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ტატO ლპმენტარს ცაკიტხვა და გააზრება უდნა. როგორცკი რუსი ჯარიმის დარტყმას ან სჰერკინებისას მოცოლას დააპირებს სანამ არ გამაზავს სტვენას სჰეუცჰერებლივად ვაპირებ. მარგამ ჰიმნზე, რიტუალზე და კორიდორსჰი გაცილებისას რაგბიში არ უსტვენენ მოწინააგმდეგეს. აქ კარგი კომენტარები იდება და მატშორის GiorgiG83 ამისთვის ყველას მადლობა, ჯიგრები ხართ ძმებო!
ZIZU
14:06 18-02-2014
0
რთულია ნაკრების წევრების, ფედერაციის თხოვნა არ გაიზიარო და არ დაეთანხმო. ისიც რთულია რუსეთის ნაკრების ჰიმნს სტვენის გარეშე შეხვდე, მაგრამ...
მოდით ქართული სარაგბო თემის თხოვნა, რომ ყველა მეტოქის მისალმებას და ჰიმნს პატივი ვცეთ, მათ შორის რუსეთისას.
მთელი ემოცია კი გულშემატკივრობაში გამოვხატოთ და ბიჭების ნამოღვაწარს არ მივაყენოთ ჩრდილი - თუნდაც ზოგიერთ მოწინააღმდეგესთან გასაგები მიზეზები გამო, მარგამ მაინც...
ვიყოთ მაღალი შეგნების კულტურული, ღირსეული გამარჯვების შემშვენი გულშემატკივარი - საზოგადოება და არა ბრბო.

მთელი უარყოფითი ემოცია საქართველოს 80 წუთი ძახილში დავხარჯოთ!!!

მშრალზე დიდი და ლამაზი გამაჯვება ბიჭებო !!!
GiorgiG83
19:54 16-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული